საქართველო -,,უთავო მხედარი" აფხაზეთის გარეშე!

Timeline created by facebooker_2670761183138311
  • -11 BCE

    27 სექტემბერი, 1993 წელი (სოხუმი დაეცა)

    27 სექტემბერი, 1993 წელი (სოხუმი დაეცა)
    27 ივლისს სოჭში ხელმოწერილი შეთანხმების შემდეგ აფხაზეთის დედაქალაქი ქართული შეიარაღებული ძალების კუთვნილი მძიმე ტექნიკისგან თანდათან დაიცალა. 16 სექტემბერს აფხაზურმა მხარემ ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება დაარღვია და იერიშზე გადავიდა. გააფთრებული ბრძოლები გრძელდებოდა 27 სექტემბრამდე, თუმცა მასიურ შეტევას სუსტი შეიარაღებით ქართულმა ნაწილებმა ვერ გაუძლეს და ქალაქი საბოლოოდ დაეცა.
  • -10 BCE

    16 მარტი, 1993 წელი

    16 მარტი, 1993 წელი
    1993 წლისთვის აფხაზური მხარე ტერიტორიის ნახევარს აკონტროლებდა და აქცენტირებული სოხუმის აღებაზე იყო. 16 მარტს, ღამის სამ საათზე რუსეთის ავიაციამ ქართულ ბატალიონზე იერიში მიიტანა, რომელიც დილის შვიდ საათამდე გაგრძელდა. 16 მარტს იერიშზე გადმოსული სეპარატისტთა უკანა ეშელონი ქართული ქვემეხების ცეცხლში მოჰყვა. აფხაზებმა 1000-მდე ჯარისკაცი დაკარგეს. დღის ბოლოს გუმისთა აფხაზებისგან მთლიანად გაიწმინდა.
  • -8 BCE

    1 ოქტომბერი, 1992 წელი

    1 ოქტომბერი, 1992 წელი
    გაგრის აღება აფხაზებისთვის საციცოცხლო მნიშვნელობას იძენდა რადგან ზამთრის დადგომასთან ერთად იკეტებოდა მთებზე გადასასვლელი ბილიკები და ომის წაგების შემთხვევაში მათი ადგილზე დარჩენა სიკვდილს უდრიდა.
    1 ოქტომბერს აფხაზურმა მხარემ გაგრაზე შეტევა დაიწყო. წითელი ჯვრის საგუშაგო, რომელსაც ლესელიძეს ბატალიონი იცავდა, რამდენიმე წუთში აიღეს. უკან დაიხია "ავაზას" ქვედანაყოფმაც. აფხაზებმა კოლხიდაში მდებარე შტაბი და უნივერმაღის შენობა დაიკავეს. 1 ოქტომბერს დაბა კოლხიდა დაიკარგა.
  • -7 BCE

    3 სექტემბერი, 1992 წელი

    3 სექტემბერი, 1992 წელი
    3 სექტემბერს, მოსკოვში, ქართულ-აფხაზური კონფლიქტის დარეგულირების მიზნით ედუარდ შევარდნაძის, რუსეთის პრეზიდენტის ბორის ელცინის და ვლადისლავ არძინბას შეხვედრა გაიმართა სადაც გადაწყდა, რომ 5 სექტემბრის 12 საათიდან აფხაზეთში ცეცხლი შეწყდებოდა.
    შეთანხმების მიუხედავად, გუმისთისა და გაგრის მუნიციპალიტეტში პოზიციური ბრძოლები მაინც მიმდინარეობდა.
  • -6 BCE

    21 აგვისტო, 1992 წელი

    21 აგვისტო, 1992 წელი
    აფხაზებს ჯარისკაცები, ტყვია-წამალი და ჯავშანტექნიკა მალე შემოელიათ, თუმცა დანაკლისი მალე გუდაუთაში დისლოცირებული რუსეთის საზენიტო პოლკიდან 1000 ავტომატით, 600 ტყვიამრფქვევით, 500 ხელყუმბარითა და უამრავი ტყვიაწამლით შეივსო. რუსების წყალობით სექტემბრის ბოლოს აფხაზთა შეიარაღება ქვეითთა 6 საბრძოლო მანქანას, ტ-72 ტიპის ტანკს, აგრეთვე საარტილერიო დანადგარებსა და ნაღმტყორცნებსაც ითვლიდა. 21 აგვისტოს მთიელ ხალხთა კონფედერაციამ საქართველოს ომი გამოუცხადა.
  • -5 BCE

    15 აგვისტო 1992 წელი

    15 აგვისტო 1992 წელი
    15 აგვისტოს ქართველებმა დაბა განთიადში საზღვაო დესანტი გადასხეს. იმავე დღეს დესანტმა ლესელიძე შტურმით აიღო. საქართველო-რუსეთის საზღვარზე ქართული დროშა აღიმართა. 19 აგვისტოს კი შავნაბადას ბატალიონმა გაგრა და დაბა კოლხიდა უბრძოლველად დაიკავა.
  • -4 BCE

    14 აგვისტო, 1992 წელი

    14 აგვისტო, 1992 წელი
    1992 წლის 14 აგვისტოს დილის შვიდ საათზე საქართველოს შინაგანი ჯარების კოლონამ ზუგდიდი-გალის ადმინისტრაციული საზღვარი გადაკვეთა. რამდენიმე შეტაკების შემდეგ ქართულმა მხარემ გეზი სოხუმისკენ აიღო. იმავე დღეს გაიმართა მოლაპარაკება მხარეებს შორის, რომელსაც არძინბა არ დასწრებია. 18 აგვისტოს უშედეგო მოლაპაკებების შემდეგ ქართულმა ჯარმა ქალაქში შესვლა დაიწყო. აფხაზეთის უზენაესი საბჭოს შენობაზე აფხაზური დროშის ნაცვლად, შინდისფერი დროშა აფრიალდა. არძინბამ ქალაქი დატოვა და გუდაუთაში გადაბარგდა.
  • -3 BCE

    23 ივლისი, 1992 წელი

    23 ივლისი, 1992 წელი
    1992 წლის 23 ივლისს, აფხაზეთის თვითგამოცხადებულმა ხელმძღვანელობამ რეგიონის დამოუკიდებლობის შესახებ განაცხადა.
    ამრიგად, 1992 წლის 23 ივლისის დადგენილებით ავტონომიური რესპუბლიკის ტერიტორიაზე საქართველოს კონსტიტუციის მოქმედება შეჩერდა. ცენტრსა და რეგიონს შორის დაწყებული იურიდიული ომი 22 დღეში შეიარაღებულ დაპირისპირებაში გადაიზარდა.
  • -1 BCE

    1980 წელი

    1980 წელი
    საქართველოსთვის აფხაზეთი დღემდე უმნიშვნელოვანესი რეგიონია როგორც ეკონომიური, ასევე მეგობრული თვალსაზრისით. 27 წლის წინ გამართულ ქართულ-აფხაზურ 13 თვიან ომს გამარჯვება არც ერთი მხარისთვის არ მოუტანია. აფხაზეთის ავტონომიურ რესპუბლიკაში სიტუაცია ჯერ კიდევ 1980 წლების ბოლოდან დაიძაბა, როდესაც ანტი-საბჭოურად განწყობილმა ოპოზიციამ სსრკ-დან საქართველოს გამოყოფა მოითხოვა.
  • 2

    16-17 ივლისი, 1989 წელი

    16-17 ივლისი, 1989 წელი
    პირველი შეიარაღებული შეტაკება ქართულ და აფხაზურ მოსახლეობის ერთ ნაწილს შორის 1989 წლის 16-17 ივლისს მოხდა სოხუმში. გავრცელებული მოსაზრებით, შეტაკებების გამომწვევი მიზეზი გახდა სოხუმის უნივერსიტეტის მისაღები გამოცდებისას მომხდარი ძალადობის ფაქტები. ამ ფაქტებისაგან გამოწვეული სამოქალაქო მღელვარება სწრაფად გადაიზარდა შეიარაღებულ შეტაკებებში, რომელთა შედეგად დაიღუპა 16 და დაიჭრა 140-მდე მოქალაქე, ძირითადად ეთნიკური ქართველი.
  • 9

    5 ოქტომბერი, 1992 წელი

    5 ოქტომბერი, 1992 წელი
    მეორე დღეს დილის ექვსი საათისთვის მოწინააღმდეგემ შეტევა განაახლა.ქალაქში შესასვლელ 4-კილომეტრიან მონაკვეთს სულ 109 კაცი იცავდა. ქართველებმა უკან დაიხიეს. 2 ოქტომბერს გაგრა დაეცა.
    5 ოქტომბერს აფხაზებმა განთიადი-ლესელიძეს მონაკვეთი აიღეს და რუსეთის საზღვარზე საკუთარი დროშა ააფრიალეს.
  • 12

    შედეგები

    შედეგები
    კონფლიქტის შედეგად ქართულმა მხარემ 3000-ზე მეტი ჯარისკაცი და 5000-მდე მშვიდობიანი მოქალაქე დაკარგა. მძიმე დანაკარგები განიცადა მცირერიცხოვანმა აფხაზმა ხალხმაც, მათ 3000-ზე მეტი თანამემამულე დაკარგეს. საომარი მოქმედებების გამო აფხაზეთის ავტონომიურმა რესპუბლიკამ განიცადა უზარმაზარი ნგრევა და ეკონომიკის კოლაფსი. მთლიანად განადგურდა რკინიგზა, საავტომობილო გზები, 32 ხიდი, 500 კილომეტრი სიგრძის ელექტროგადამცემი ხაზები და სხვა...
  • 13

    ჩვენ დავბრუნდებით!

    ჩვენ დავბრუნდებით!
    27 წლიანი განშორების, ერთმანეთის ჭრილობებისა და ტკენის მიუხედავად, ერთმანეთს ჩავეხუტებით... ერთად ვივლით წინაპრების საფლავზე... ძველებურად ერთად ავიღებთ შემოდგომით ციტრუსის მოსავალს. ჩვენი შვილები ერთად ირბენენ იმ მინდვრებში, სადაც ომამდე გვირბენია ასეთივე პატარებს.
    ძმების ომი, რომელსაც გამარჯვებული არ ჰყოლია ჩაიწერება მატიანეში გაკვეთილად, რომლისგანაც მაგალითი არასდროს არც ერთმა ერმა არ უნდა აიღოს.
    ჩვენ ვაპატიებთ ერთმანეთს!
    ჩვენ დავბრუნდებით აფხაზეთში!