Mendeleevis elementta perioduli sistema p 119

პერიოდული სისტემის შექმნის ისტორია

  • ელემენტების ორგანიზების ადრეული მცდელობები

    დაახლოებით 1700 წელს, სულ რამდენიმე ელემენტი იყო იდენტიფიცირებული. სპილენძი და ტყვია ჯერ კიდევ უძველეს დროში აღმოაჩინეს. ისტორიაში ბრინჯაოს ხანასაც კი გამოჰყოფენ. თანდათან სამეცნიერო მეთოდების განვითარებასთან ერთად აღმოჩენილი ელემენტების რაოდენობაც იზრდებოდა.
  • იოჰან დობერნეიერი

    ელემენტების დაჯგუფების ლოგიკური გზა იყო მათი დაყოფა ქიმიური თვისებების მიხედვით. ქიმიურ თვისებებში განიხილებოდა თუ როგორ ურთიერთქმედებდა ერთი ელემენტი დანარჩენთან. 1829 წელს გერმანელი ქიმიკოსმა, იოჰან დობერეინერმა (1780-1849) ელემენტები დაყო სამეულებად (ტრიადებად), ერთ - ერთ ტრიადაში შედის ლითიუმი, ნატრიუმი და კალიუმი. ტრიადაში ელემენტის გაერთიანებისას ითვალისწინებდა მის ფიზიკურ და ქიმიურ თვისებებს.
  • მენდელეევის პერიოდულობის ცხრილი

    მენდელეევის პერიოდულობის ცხრილი
    1869 წელს, რუსმა ქიმიკოსმა, დიმიტრი მენდელეევმა (1836-1907) გამოაქვეყნა ქიმიური ელემენტების პერიოდულობის ცხრილი.მენდელეევი თავისი სტუდენტებისთვის წერდა ქიმიის წიგნს, მას სურდა ყველა ცნობილი ელემენტი დაეხასიათებინა ქიმიური თვისებების მიხედვით.. მან აღმოაჩინა, რომ თუ ელემენტებს დაალაგებდა ფარდობითი ატომური მასის ზრდის მიხედვით, ზოგიერთი ქიმიური თვისება მეორდებოდა გარკვეული ინტერვალის შემდეგ. თვისებების ასეთ გამეორებას პერიოდული გამეორება უწოდა.
  • ჯონ ნიულენდსი 1839-1898

    მიუხედავად იმისა, რომ დობერეინერის ტრიადები კლასიფიკაციის საფუძველი იყო, მას ჰქონდა შეზღუდვებიც, არსებობდა ისეთი ელემენტები, რომლებიც ტრიადებს გარეთ რჩებოდა. ინგლისელმა ქიმიკოსმა ჯონ ნიულენდსმა (1838-1898) ელემენტებიი დაალაგა ატომის მასის ზრდის მიხედვით და აღმოაჩინა კანონზომიერება, რომ ყოველი მერვე ელემენტი ავლენდა მსგავს თვისებებს. ამ დამოკიდებულებას ოქტავების წესი უწოდა. სამწუხაროდ ეს წესი გავრცელდა მხოლდ იმ ელემენტებზე, რომლებიც კალციუმზე უფრო მსუბუქი იყო.