ვან გოგის ნახატები

  • ნატურმორტი ჩალის ქუდით

    ნატურმორტი ჩალის ქუდით
    ნატურმორტი ჩალის ქუდით (ნიდერლ. Stillleben mit gelbem Strohhut) — ნიდერლანდელი პოსტიმპრესიონისტი მხატვრის, ვინსენტ ვან გოგის ნახატი, ასევე ცნობილი სახელით „ნატურმორტი ყვითელი ჩალის ქუდით“ ან „ნატურმორტი ქუდით და ჩიბუხით“, შესრულებული 1881 ან 1885 წლის ნოემბრის ბოლოსა და დეკემბრის დასაწყისში,[1] იმ პერიოდში, როდესაც ვინსენტი ქალაქ ნუენენში ცხოვრობდა.[2]
  • ბაღში მოსეირნე ქალი

    ბაღში მოსეირნე ქალი
    ბაღში მოსეირნე ქალი — ნიდერლანდელი პოსტიმპრესიონისტი მხატვრის, ვინსენტ ვან გოგის ნახატი, შესრულებული 1887 წელს.ტილოს სათაური ითარგმნება როგორც ბაღის გასწვრივ მოსეირნე ქალი. ნახატში ქალი მართლაც ძალზედ ფართო და ლამაზი ბაღის გასწვრივ სეირნობს, რომლის უკანა პლანზეც ხეების მწკრივები მოჩანს.
  • არლელი ქალი

    არლელი ქალი
    არლელი ქალი ცნობილი როგორც მადამ გინუქსის პორტრეტი.მარი ჯულიანი, პორტრეტზე გამოსახული ქალბატონი დაიბადა 8 ივნისს, არლში, 1848 წელს და გარდაიცვალა 1911 წლის 2 აგვისტოს, 1886 წელს ის დაქორწინდა ჯოზეფ მიშელ ჟინოზე და მასთან ერთად დააარსა კაფე დე ლა გერი, ლამარტინის 30 ნომერში, რომლის ხშირი სტუმარიც ვან გოგი 1888 წლიდან ხდება.
  • ავტოპორტრეტი

    ავტოპორტრეტი
    ავტოპორტრეტი — ნიდერლანდელი პოსტიმპრესიონისტი მხატვრის, ვინსენტ ვან გოგის ნახატი, რომელიც შეიძლება მისი უკანასკნელი ავტოპორტრეტი ყოფილიყო. შესრულებულია ზეთის საღებავებით ტილოზე, 1889 წლის სექტემბერში, ცოტა ხნით ადრე, სანამ ვინსენტი სენ-რემი-დე-პროვანსს დატოვებდა.