71bw6erow+l. ac uf894,1000 ql80

საერთაშორისო დღესასწაულები

  • ქალთა საერთაშორისო დღე

    ქალთა საერთაშორისო დღე
    ქალთა საერთაშორისო დღე — აღინიშნება ყოველი წლის 8 მარტს. ქალთა ეკონომიკური, პოლიტიკური და სოციალური მიღწევების აღნიშვნის გლობალური დღესასწაული. პირველად ეს დღე 1909 წლის 28 თებერვალს აშშ-ში ამერიკის სოციალისტურმა პარტიამ აღნიშნა
  • ანტი-ბულინგის დღე

    ანტი-ბულინგის დღე
    ანტი-ბულინგის დღე (ინგლ. Anti-Bullying Day) — დღე, როდესაც ხალხი ვარდისფერ მაისურს ატარებს, რაც სიმბოლურად გამოხატავს ბულინგის წინააღმდეგ ბრძოლას. ბულინგის საწინააღმდეგო დღის აღნიშვნის იდეა კანადაში წარმოიშვა. ეს დღე მთელ მსოფლიოში სხვადასხვა დღეს აღინიშნება. 2012 წელს, გაერთიანებული ერების ორგანიზაციამ ოფიციალურ დღედ 4 მაისი გამოაცხადა.
  • ევროპის დღე

    ევროპის გაერთიანების დღედ 5 მაისსაც თვლიან, ვინაიდან 1949 წლის 5 მაისს ლონდონში ხელი მოეწერა ევროპის საბჭოს წესდებას. იგი ძალაში შევიდა იმავე წლის 3 აგვისტოს და დღეისათვის ევროპის ყველაზე წარმომადგენლობით საკონსულტაციო ორგანიზაციად ითვლება. ევროპის საბჭოში 50-ზე მეტი ქვეყანაა გაერთიანებული, მათ შორის საქართველოც.
  • ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღე

    ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღე — დააწესა 1949 წლის ნოემბერს ქალთა საერთაშორისო დემოკრატიულმა ფედერაციამ. 1950 წლიდან აღინიშნება ყოველწლიურად 1 ივნისს მსოფლიოს მრავალ ქვეყანაში. მისი მიზანია მსოფლიოს საზოგადოებრივი აზრის მობილიზება ახალი ომის საშიშროებისაგან ბავშვთა დასაცავად, ზრუნვა მათი ჯანმრთელობისა და დემოკრატიული აღზრდა-განვითარებისათვის.
  • გარემოს საერთაშორისო დღე

    გარემოს საერთაშორისო დღე — აღინიშნება ყველა 5 ივნისს გაეროს გარემოსდაცვითი პროგრამის მიერ. მისი მიზანია საზოგადოების ცნობიერების გაზრდა და მათი ჩაბმა გარემოს დასაცავად მიმართულ ქმედებებში. 2012 წლის გარემოს დაცვის დღის თემაა „მწვანე ეკონომიკა".