Download

სოციალური მუშაკები - სხვების დაუცველი დამცველები

By TeoTeo
  • Period: to

    ვინ არიან სოციალური მუშაკები

    სოციალური მუშაკის მისია საზოგადოების დაუცველი და მოწყვლადი ჯგუფების, ბავშვების, ძალადობის მსხვერპლი ქალების, შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებისა და ხანდაზმულების გაძლიერება, მათი საჭიროებების დაკმაყოფილება, მდგომარეობის გაუმჯობესება და პოტენციალის რეალიზებაა. სწორედ სოც. მუშაკები უზრუნველყოფენ ამ ჯგუფების საზოგადოებრივ ცხოვრებაში სრულფასოვნად ჩართვას.
  • სოციალური მუშაკების გაფიცვა

    სოციალური მუშაკების გაფიცვა
    სოციალურმა მუშაკებმა საჯაროდ ამხილეს სისტემა, რომელიც ძალადობრივად ეპყრობოდა დასაქმებულებს და ვერ იცავდა ბენეფიციარებს. კადრების კრიტიკული სიმწირე პროტესტის ერთ-ერთი მთავარი მიზეზი იყო.სოლიდარობისგან დაცლილ პოლიტიკურ ველში, სოციალურ მუშაკთა გაფიცვა გამორჩეული პოლიტიკური აქტი იყო, რომელიც საჯარო სივრცეში იბრძოდა არა ვიწრო ჯგუფის ინტერესისათვის, არამედ საჯარო ინტერესისათვის.
  • სადამსჯელო ღონისძიება

    სადამსჯელო ღონისძიება
    გაფიცვას არ მოჰყვა მნიშვნელოვანი შედეგი სახელმწიფოს მხრიდან. ერთი წლის თავზე კი ნათელი გახდა სადამსჯელო ღონისძიება სოციალური მუსაკების მიმართ. სოციალური მომსახურების სააგენტომ სამსახურიდან უკანონოდ დაითხოვა 33 სოციალური მუშაკი. ამავე დროს კი, სმს დირექტორის გიორგი წოწკოლაურის განცხადებით, იგეგმებოდა სოციალურ მუშაკთა რაოდენობის გაზრდა 271 - მდე.
  • სოლიდარობა

    სოლიდარობა
    სოციალურ მუშაკთა გათავისუფლება დარღვევებით განხორციელდა. ხელმომწერი ორგანიზაციებისათვის მიუღებელი გახდა რეორგანიზაციის საბაბით და ბუნდოვანი დასაბუთებით, კვალიფიციური სოციალური მუშაკების თანამდებობებიდან გათავისუფლების ფაქტი, განსაკუთრებით იმ პირობებში, როდესაც უამრავი გამოწვევის წინაშე მდგარ სოციალური მომსახურების სისტემას გამართული მუშაობისათვის სასიცოცხლოდ სჭირდება მეტი კვალიფიციური კადრი.
  • ბრძოლა უფლებებისათვის

    ბრძოლა უფლებებისათვის
    სოციალურმა მუშაკებმა პარალელურად სასამართლო დავა დაიწყეს დარღვეული უფლებების აღსადგენად.
  • პირველი გამარჯვება

    პირველი გამარჯვება
    შედეგიც სახეზეა. რუსთავისა და თბილისის საქალაქო სასამართლოებმა უკანონოდ სცნეს სოციალური მუშაკების გათავისუფლება და სააგენტოს, რომლის მიერაც უხეშად დაირღვა დასაქმებულთა უფლებები, კომპენსაციის გადახდაც დააკისრა.
  • ბრძოლა გრძელდება

    ბრძოლას სამართლიანობის აღსადგენად ახლავს იმედგაცრუებები, წარუმატებლობა, მიზანმიმართული დისკრიმინაცია, თუმცა ბრძოლა გრძელდება. გრძელდება, რათა უკანონოდ იქნას ცნობილი ყველა სოციალური მუშაკის სამსახურიდან გათავისუფლება.