ფილმის ისტორია

  • პირველი ფილმი

    ფილმის ისტორია მუსიკის, ლიტერატურისა და ფოტო-ხელოვნების განვითარების პარალელურად პოულობდა თავის ადგილს მსოფლიო კულტურაში.
    პირველი ფილმის “დაბადების დღედ" ითვლება 1895 წლის 28 დეკემბერი. ეს იყო ძმები ლუმიერების ფილმი “მუშები ლუმიერების ქარხანას ტოვებენ". მისი ჩვენება გაიმართა პარიზის გრან კაფეს ინდურ სალონში.
  • თანამედროვე ფილმი

    წლის ბოლოს ერთდროულად რამდენიმე კარგი ფილმის მსოფლიო პრემიერა შედგა. როგორც ჩანს, ამ სურათების ავტორებს იმედი ჰქონდათ, რომ პანდემია წარსულს ჩაბარდებოდა და ხალხი ისევ დაუბრუნდებოდა კინოთეატრებს - ზოგიერთი რეჟისორი 2 წელი "ინახავდა" ფილმს უკეთესი დღეებისთვის. სამწუხაროდ, მოლოდინმა არ გაამართლა - ხალხი კინოთეატრებს არ მიაწყდა - კინოს მოყვარულები ისევ "ნეტფლიქსს" მიეჯაჭვნენ. ფილმების ყურებამ, ცხადია, იმოქმედა თანამედროვე კინოს არა მარტო ფორმაზე, არამედ შინაარსზეც.