Fotoram.io (3)

გამოჩენილი ფიზიკოსები

  • Feb 15, 1564

    გალილეო გალილეი

    გალილეო გალილეი
    სახელგანთქმული იტალიელი ფიზიკოსი და ასტრონომი.მან პირველმა გამოიყენა ბუნების შესწავლის ცდისეული მეთოდი.აღმოაჩინა სხეულთა ვარდნის კანონები.დაადგინა ინერციის კანონი.როგორც აქტიური მომხრე კოპერნიკის თეორიისა, გალილეო ორჯერ გაასამართლა ინკვიზიციამ და აიძულა საჯაროდ განდგომოდა ამ თეორიას.22 ივნისს თეთღ სამოსში ჩაცმულმა გალილეომ მოსამართლეების წინაშე დაიჩოქა და პირობა დადო, რომ მსგავს იდეებს უარყოფდა.ლეგენდის თანახმად, როდესაც ფეხზე წამოდგა ჩაილაპარაკა ,, Eppur si muove" ( ის მაინც ბრუნავს)
  • ისააკ ნიუტონი

    ისააკ ნიუტონი
    ყველა დროის ერთ-ერთი უდიდესი ფიზიკოსი და მათემატიკოსი.ნიუტონმა ჩამოაყალიბა მექანიკური მოძრაობის ზოგადი კანონები,აღმოაჩინა მსოფლიო მიზიდულობის კანონი.ჩაატარა კვლევები ოპტიკაში.შექმნა დიფერენციალური და ინტეგრალური აღრიცხვის საფუძვლები.მის მეცნიერულ მიღწევათა შორის მთავარია ნაშრომი "ნატურალური ფილოსოფიის მათემატიკური საწყისები", სადაც ის მსოფლიო მიზიდულობას აღწერს. ძირითადად ყველა ეს აღმოჩენა 25 წლის ასაკში შეასრულა
  • ვილჰელმ რენტგენი

    ვილჰელმ რენტგენი
    გამოჩენილი გერმანელი ფიზიკოსი, რომელმაც 1895 წელს მოკლეტალღიანი ელექტრომაგნიტური გამოსხივება - რენტგენის სხივები აღმოაჩინა, რამაც მიგვიყვანა რადიოაქტივობის აღმოჩენამდე. ფიზიკაში პირველი ნობელის პრემია მიენიჭა რენტგენს
  • ნიკოლა ტესლა

    ნიკოლა ტესლა
    სერბი და ამერიკელი ფიზიკოსი, ინჟინერი, გამომგონებელი ელექტრო და რადიოტექნიკის სფეროში. ეროვნებით იყო სერბი. დაიბადა და გაიზარდა ავსტრიის იმპერიის განაპირა სოფელ სმილიანში მოღვაწეობდა საფრანგეთსა და აშშ-ში. 1891 წელს მიიღო აშშ-ს მოქალაქეობა.