Ainstain

ფიზიკოსები

  • ისააკ ნიუტონი

    ისააკ ნიუტონი
    ინგლისელი ფიზიკოსი, მათემატიკოსი, ასტრონომი,ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი, გავლენიანი მეცნიერი ისტორიაში.
    მან დასაბამი მისცა მეცნიერებას კლასიკური მექანიკის შესახებ. ამტკიცებდა, რომ სინათლე ნაწილაკებისგან შედგება.ასევე აღმოაჩინა იმპულსის და იმპულსის მომენტის მუდმივობის კანონები.
    "ნიუტონი უდიდესი გენიოსია, რომელიც კი ოდესმე გაჩენილა ამქვეყნად და ასევე ყველაზე იღბლიანი, ვინაიდან სამყაროს სისტემის დადგენა მხოლოდ ერთხელაა შესაძლებელი“.
  • ჯეიმს კლერკ მაქსველი

    ჯეიმს კლერკ მაქსველი
    შოტლანდიელი გამოჩენილი მეცნიერი, რომელიც მოღვაწეობდა მათემატიკური ფიზიკის დარგში. მისი მთავარი მიღწევა იყო განტოლებების შექმნა, რომლების საშუალებითაც აჩვენა, რომ ელექტრობა, მაგნეტიზმი და ოპტიკა ემორჩილებიან ერთ ფენომენს რომელსაც ელექტრომაგნიტური ველი უწოდა.
  • აინშტაინი

    აინშტაინი
    ფიზიკოსი-თეორეტიკოსი, საყოველთაოდ მიჩნეულია XX საუკუნის უდიდეს მეცნიერად. მან წამოაყენა ფარდობითობის თეორია და ასევე დიდი წვლილი აქვს შეტანილი კვანტური მექანიკის, სტატისტიკური მექანიკისა და კოსმოლოგიის განვითარებაში. 1921 წელს მიენიჭა ნობელის პრემია ფიზიკაში 1905 წელს ფოტოელექტრონული ეფექტის მისეული განსაზღვრებისთვის და ასევე თეორიულ ფიზიკაში მის მიერ შეტანილი წვლილისთვის.
  • ნიკოლა ტესლა

    დიდი მეცნიერი
  • სტეფან ჰოუკინგი

    სტეფან ჰოუკინგი
    თანამედროვეობის უდიდესი ფიზიკოსი, კოსმოლოგი. აკეთებს ფანტასტიურ პროგნოზებს სამყაროს მომავლისა და მეცნიერების განვითარების შესახებ