Jul pa liseberg min

Liseberg

  • RINGLINIEN - ძველი ტრამვაი

    RINGLINIEN - ძველი ტრამვაი
    რა თქმა უნდა, ლისებერგში შეგიძლიათ ნებისმიერი ტრანსპორტით მოხვდეთ, მაგრამ ყველაზე ხშირად ტურისტები მიმართავენ ძველ შვედურ ტრამვაის. 100 წელზე მეტი ხნის ტრამვაი ზამთარ-ზაფხულ დადის გოტენბურგის ცენტრიდან პარკის მიმართულებით.
  • Liseberg - პარკის ისტორია

    Liseberg - პარკის ისტორია
    ლისებერგი სკანდინავიის უდიდესი გასართობი პარკია. მდებარეობს შვედეთის ქალაქ გოტენბურგში.
    1972 წელს მემამულე იოჰან ლამბერგმა თავის საკუთრებას Lisas berg უწოდა, რაც ქართულად ლიზას მთას ნიშნავს. აქედან მომდინარეობს პარკის სახელწოდება ლისებერგი.
    1908 წელს გოტენბურგმა შეიძინა ლამბერგის საკუთრება 225000 კრონად.
    1923 წელს კი ქალაქის 300 წლის იუბილის აღსანიშნავად გაიხსნა ლისებერგის გასართობი პარკი.
  • Liseberg - პარკის შესახებ

    Liseberg - პარკის შესახებ
    1924 წლიდან პარკის დაგეგმარება-მოწყობაზე მრავალმა ინჟინერ-არქიტექტორმა იმუშავა. პარკში მოწყობილია მრავალი, სხვადასხვა ასაკის შესაბამისი ატრაქციონი, საკონცერტო და სპორტული დარბაზები, კაფეები, რესტორნები, მაღაზიები,ზოოპარკი, სასტუმროები...
  • Kaninlandet - კურდღლების მიწა

     Kaninlandet - კურდღლების მიწა
    1983 წლიდან პარკის სიმბოლო გახდა ვარდისფერ-მწვანე კურდღელი. ლისებერგში ეს ბაჭიები საკუთარ მიწას ფლბენ. ამ ტერიტორიაზე ბავშვებს შეუძლიათ მათთან ერთდ გაერთონ, იცეკვონ, იმღერონ და იმხიარულონ. ბაჭიები პატარებს მუდამ უამრავ სიურპრიზს უმზადებენ
  • ატრაქციონები

    ატრაქციონები
    ლისებერგის ყველაზე ცნობილი ატრაქციონებია:
    Lisebergbanan - 1987 წელს აიგო მატარებლის დიზაინის მქონე ატრაქციონი. იგი ავითარებს 80 კმ. საათში სიჩქარეს.
    Balder - 3510 ფუტის სიგრძის ხის ატრაქციონი აიგო 2003 წელს. აღწევს 90 კმ საათში სიჩქარეს.
    Helix - ეს მეტალის ატრაქციონი აიგო 2014 წელს. აღწევს 100 კმ საათში სიჩქარეს.
    Valkyrja - აიგო 2018 წელს. მისი სიმაღლეა 47 მეტრი. ავითარებს 104 კმ. საათში სიჩქარეს.