-
2 აგვისტო - ოსი სეპარატისტები ქართულ სოფლებს მთელი ღამე ცხრილავენ. არის მსხვერპლი. საქართველოს ხელისუფლება ოს სეპარატისტებს ცეცხლის დაუყონებლივ შეწყვეტისკენ მოუწოდებს. სეპარატისტები ცხინვალიდან ჩრდილოეთ ოსეთიში ქალებისა და ბავშვების ევაკუაციას იწყებენ.
სახელმწიფო მინისტრი რეინტეგრაციის საკითხებში თემურ იაკობაშვილი რუსეთის სამშვიდობო ძალების ხელმძღვანელს მარად კულახმეტოვს ხვდება. იაკობაშვილი ოს სეპარატისტებთან შეხვედრას ითხოვს, მაგრამ უარს იღებს -
• რუსეთის საჰაერო-სადესანტო ძალების მეთაურმა ვალერი ევტუხოვიჩმა განაცხადა, რომ „რუსეთი არ დაუშვებს სამხრეთ ოსეთის ტერიტორიაზე მცხოვრები თავისი მოქალაქეების წყენინებას“;
• ედუარდ კოკოითიმ, განაცხადა, რომ საქართველოს წინააღმდეგ ბრძოლაში შესაძლოა „ჩრდილოკავკასიელი მოხალისეები“ (ანუ რუსეთი) ჩაერთონ;
• ჩრდილოეთ ოსეთის (რუსეთი) მეთაურმა, თეიმურაზ მამსუროვმა, ედუარდ კოკოითის საქართველოს მხრიდან ”აგრესიის მოგერიებაში” დახმარება აღუთქვა; -
რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრი სერგეი ლავროვი საქართველოს კათოლიკოს პატრიარქს ილია II-ს მფარველი ანგელოზის დღეს ულოცავს. მისალოცი ბარათი მის უწმინდესობასთან საქართველოში რუსეთის ელჩს ვიაჩესლავ კოვალენკოს მიაქვს.
ვლადიკავკაზში ე. წ. სამხრეთ ოსეთის მხარდამჭერი მიტინგი იმართება. ამ დღეს აფხაზი სეპარატისტები იღებენ გადაწყვეტილებას სექტემბრიდან გალში ქართულ ენაზე სწავლების აკრძალვის შესახებ. სერგეი ბაღაფში საგანგებო მდგომარეობას აცხადებს და ენგურის ხიდს კეტავს -
• საქართველოს დაზვერვა იტყობინებოდა, რომ როკის გვირაბის გავლით, ჯავის რაიონში, რუსეთის 58-ე არმიის მე-19 მოტომსროლელი დივიზიის ცალკეული სადაზვერვო ბატალიონის ელემენტები განალაგეს;
რუსეთის მთავრობამ საშუალება მისცა სამხრეთ ოსეთის მოსახლეობას რუსეთში გახიზნულიყო. ამავე დღეს რეგიონს ლტოლვილებით დატვირთული 20 ავტობუსი ტოვებს. -
• რუსი კაზაკების ლიდერმა და რუსეთის სახელმწიფო დუმის წევრმა, ვიქტორ ვოდოლაცკიმ, ედუარდ კოკოითის გაუგზავნა წერილი, რომელშიც ადასტურებდა კაზაკების მზადყოფნას „პირველი მოწოდებისთანავე აღმოუჩინონ დახმარება სამხრეთ ოსეთს სახელმწიფო ინტერესების დაცვაში“
ოსმა სეპარატისტებმა ქართული სოფლების დაცხრილვა განაახლეს -
ოს სეპარატისტთა ლიდერი, კოკოითი აცხადებს, რომ "რუსეთის გარეშე საქართველოსთან მოლაპარაკებას არ დაიწყებს". სეპარატისტთა ე.წ. შს მინისტრი მინძაევი აცხადებს, რომ ცხინვალი ცეცხლის გახსნისთვის მზადაა. საქართველოს ხელისუფლების პოზიციას სახელმწიფო მინისტრი იაკობაშვილი ახმოვანებს: "საქართველო საბრძოლო მოქმედებებში ჩართვას არ აპირებს" და ოსურ მხარეს კვლავ მოლაპარაკებებისკენ მოუწოდებს. შეთავაზება კვლავ უპასუხოდ რჩება. ქართულ-ოსური კონფლიქტის ზონაში მდგარი რუსული ბატალიონი საგანგებო მდგომარეობაზე გადადის
-
6 აგვისტო- ქართული სოფლები კვლავ იცხრილება. ქართველებმა ჯავშანტრანსპორტიორი დაკარგეს, სამი ქართველი სამშვიდობო ჯარისკაცი დაიჭრა. იმავე ღამეს სროლებმა ოთხი ადამიანი იმსხვერპლა, ამიტომ ქართულმა მხარემ სროლები განაახლა.ცხინვალში ჩადის დიდი ბრიტანეთის საგანგებო და სრუფუფლებიანი ელჩი დენის კიფი. ცხინვალიდან გახიზვნას იწყებენ.ქართულმა მხარემ ტანკები, არტილერია და ჯარები რეგიონის საზღვართან მიიყვანა.სოფლები _ ნული და ავნევი _ ოსი სეპარატისტების შეიარაღებულმა ფორმირებებმა დაბომბეს. არის მსხვერპლი.
-
პოპოვი აცხადებს, რომ "ცხინვალის რეგიონში მოვლენათა ძალისმიერი გზით განვითარების შემთხვევაში რუსეთი განზე ვერ დარჩება". ოსი სეპარატისტები 7 აგვისტოს ცხინვალში დაგეგმილი შეხვედრის ვადას სწევენ და ქართულ მხარეს 9 აგვისტოს სთავაზობენ.
იაკობაშვილი, ამავე დღეს, რუსთავი 2-ის ეთერში, გადაცემაში „სამკუთხედი“, საოცარი თავდაჯერებით საუბრობს 40 წუთის განმავლობაში და ჟურნალისტის კითხვაზე, რომ ოსები დანარჩენი საქართველოს დაბომბვით იმუქრებიან, პასუხობს: „თუ უნდათ, წყალქვეშა ნავებიც შემოიყვანონ“ -
მას შემდეგ რაც სეპარატისტებმა ცეცხლი მსხვილკალიბრიანი _ 12-მილიმეტრიანი ქვემეხიდან გახსნეს, ცეცხლი ქართულმა მხარემაც გახსნა. ქართული მხარე აცხადებს, რომ „არა აქვს დაგეგმილი კონფლიქტის ზონაში საგანგებო ზომების მიღება და დიალოგისათვის მზად არის ".
საქართველოს პრეზიდენტი საგანგებო განცხადებით გამოდის - "ქართული მხარე მაქსიმალური თავშეკავების გამოჩენისათვის მზადაა". საქართველოს საგარეო უწყება მოუწოდებს რუსეთს გამოიყენოს თავისი ზეგავლენა სეპარატისტებზე და მშვიდობიანი მოსახლეობის დაბომბვა აღკვეთოს -
ოსი სეპარატისტების მიერ ქართული საგუშაგოებისა და მშვიდობიანი მოსახლეობის დაცხრილვა გრძელდება. იცხრილება პატარა ლიახვის ხეობა. სეპარატისტებმა სარაბუკის სიმაღლის დაკავება სცადეს უშედეგოდ. იაკობაშვილი კულახმეტოვს, ცხინვალში სამშვიდობოთა შტაბში შეხვდა და თბილისში დაბრუნდა. იაკობაშვილისა და კულახმეტოვის შეხვედრის დეტალები არ ხმაურდება. 7 აგვისტოსთვის საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადებით ათი ჯარისკაცი დაიღუპა. პრეზიდენტის ბრძანებით ქართულმა მხარემ ცალმხრივი სროლის შეწყვეტა გამოაცხადა
-
სააკაშვილმა მოუწოდა მხარეებს მოლაპარაკებებისკენ „ნებისმიერ ფორმატში" და პირობა სამხრეთ ოსეთის სრულ ავტონომიაზე ძალაში დატოვა, ასევე საყოველთაო ამნისტია გამოაცხადა სეპარატისებისთვის.საერთაშორისო თანამეგორბობას მოუწოდა შუამდგომლობა გაეწია.
სააკაშვილი საერთაშორისო თანამეგობრობას ძალადობის შეჩერებასა და მოლაპარაკებებში დახმარებას სთხოვს. სააკაშვილმა პირდაპირი ეთერით რუსეთის ფედერაციას კიდევ ერთხელ შესთავაზა შუამავლის როლი კონფლიქტების მოგვარების საკითხში. ოსურმა მხარემ ცეცხლი შეწყვიტა -
სააკაშვილი ცხინვალში შექმნილ ვითარებასთან დაკავშირებით საზღვარგარეთის ქვეყნების ლიდერებთან სატელეფონო დიალოგს იწყებს.
საღამოს ოსურმა მხარემ ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმება დაარღვია. შეტევა დაიწყო სოფელ თამარაშენზე. არის მსხვერპლი.
23:30 - ქართულმა მხარემ საპასუხო სამხედრო ოპერაცია დაიწყო, რომლის მიზანი სარდალ ყურაშვილის განცხადებით, რეგიონში „კონსტიტუციური წესრიგის" დამყარება იყო. ქართული მხარის საბრძოლო მოქდებებების დაწყებამდე 58-ე არმია როკის გვირაბით სამხრეთ ოსეთის ტერიტორიაზე შემოვიდა -
საქართველოს საელჩოს შენობას მოსკოვში ე.წ. ომონი ალყაში აქცევს. საელჩო მუშაობას აგრძელებს. საქართველოს შეიარაღებულმა ძალებმა შეძლეს უკან დაეწიათ რუსეთის 58-ე არმიის ნაწილები, რომლებსაც როკის გვირაბიდან ჯავის რაიონში გადაადგილების მცდელობა ჰქონდათ.
ქართულებს 10 დაქირავებული მებრძოლი ჩაბარდა. ქართული მხარე რეგიონის 70% აკონტროლებს.
საქართველოს ხელისუფლება 15:00-დან 18:00 საათამდე სროლაზე მორატორიუმს აცხადებს და ერგნეთში გაკეთებული დერეფნით მშვიდობიან მოსახლეობას უსაფრთხოების გარანტიებს სთავაზობს -
სააკაშვილი, ვითარებას მსოფლიო ლიდერებს აცნობს. პარლამენტი მუშაობის საგანგებო რეჟიმზე გადადის. ქართული მხარე მკაცრად იცავს მორატორიუმის პირობებს და ცეცხლის არ ხსნის.რუსეთის ტრანსპორტის სამინისტრო 00:00 საათიდან, საქართველოსთან საჰაერო მიმოსვლას წყვეტს.
რუსებმა სამჯერ დაბომბეს მარნეულის საავიაციო ბაზა. არის მსხვერპლი. საქართველოს მხარდამჭერ განცხადებებს აკეთებს მსოფლიოს თითქმის ყველა ქვეყნის პრეზიდენტი და საერთაშოროსო ორგანიზაცია.
რუსეთის ტექნიკა ჯავაში განლაგდა და ალყის გარღვევას ცდილობენ. -
აშშ-ის სახ.დეპ-ის ოფიციალურმა წარმომადგენელი გონსალო გალეგოსი აცხადებს, რომ ვაშინგტონი მოუწოდებს რუსეთს - "გავლენა მოახდინოს სეპარატისტებზე რათა სროლები შეწყდეს".
ინტენსიური ბრძოლები სოფელ ტყვიავში მიმდინარეობს. ქართული მხარე მზად არის მოლაპარაკებათა მაგიდას კვლავ დაუბრუნდეს.
საქართველოს სახედრო შენაერთები კონფლიქტის ზონის რვა ქართულ სოფელს - დმენისს, მუგუთს, დიდმუხას, სარაბუკს, ზემო ნიქოზს, ატოცსა და ქვემო და ზემო ოქონას სრულად აკონტოლებენ -
09:30 - მედვედევმა სასწრაფო შეხვედრა გამართა მთავრობის წევრებთან, რუსეთის შესაძლო მოქმედების გეგმის შესამუშავებლად.
როკის გვირაბის გავლით შემოსული ასობით შეიარაღებული პირი და სამხედრო ტექნიკა საქართველოს ტერიტორიაზე იმყოფება. საქართველოს მთავრობა მოუწოდებს სეპარატისტებს შეწყვიტონ შეიარაღებული მოქმედებები.
11:40 - სააკაშვილის ბრძანებით ქართული სარეზერვო ჯარების მობილილზაცია გამოცხადა. მთავრობა: "შექმნილ ვითარებასთან დაკავშირებით, საქართველოს ხელისუფლება იძულებულია ადეკვატური ზომები მიიღოს" -
დაიღუპა, ქალაქ გორში ბომბი საცხოვრებელ კორპუსს მოხვდა.
რუსეთის საჰაერო ძალების ფსკოვის 76-ე საჰაერო დივიზია ცხინვალში შევიდა.
ქართული მხარის განცხადებით, ჩამოგდებულია 10 რუსული მოიერიშე თვითმფრინავი.
11:10 - საქართველოს პრეზიდენტმა ქვეყანაში საომარი მდგომარეობა გამოაცხადა. საქართველოს პარლამენტმა 90 ხმით 0-ის წინააღმდეგ ერთხმად დაამტკიცა საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულება.
12:30 - სამხრეთ ოსეთში რუსებმა საპარაშუტო დესანტი გადმოსხეს
სააკაშვილი, მხარეებს ცეცხლის შეწყვეტაზე მოუწოდებს. -
"ამერიკის ხმა" საქართველოს ტერიტორიაზე მაუწყებლობას აორმაგებს.
გაეროს უშიშროების საბჭომ ერთიანი გადაწყვეტილების მიღება ვერ შეძლო.
კვლავ დაიბომბა ფოთი. საქართველო ერაყიდან ათასი სამხედრო მოსამსახურის უკან გამოწვევის გადაწყვეტლებას იღებს.
კათოლიკოს-პატრიარქი ილია მეორე მსოფლიო თანამეგობრობას საქართველოში სიტუაციის მშვიდობიან გადაჭრაში დახმარებას სთხოვს. რუსეთის სამხედრო ავიაცია ლიახვის ხეობის ცხრავე სოფელს ბომბავს. არის მსხვეპლი. ხეობაში დარჩენილი მოსახლეობა შველას ითხოვს -
რუსეთის ავიაციამ ონის რაიონის სოფლები წედისი და ბარი დაბომბა. არიან დაღუპულები და დაჭრილები.
ჯორჯ ბუშმა რუსეთს მოუწოდა, შეწყვიტოს საბრძოლო მოქმედებები. მსოფლიოს თითქმის ყველა სახელმწიფოს პირველი პირი აცხადებს, რომ ისინი მხარს უჭერენ საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას.
საქართველოს ჯანდაცვის სამინისტროს მონაცემებით, დაღუპულია 55 ადამიანი, მათ შორის 15 მშვიდობიანი მოქალაქე, 40 კი სამხედრო მოსამსახურე.
რუსეთის ბომბდამშენებმა ბაქო-თბილისი_ჯეიჰანის საერთაშორისო ნავთობსადენზე იერიში მიიტანეს -
საქართველოს მთავრობამ აფხაზ ხალხს მიმართა ნუ აყვებიან რუსეთის პროვოკაციებს.
10 აგვისტოს, ლომაია უარყოფს რუსული საინფორმაციო საშუალებებით გავრცელებულ ინფორმაციას იმის თაობაზე, თითქოს ცხინვალში შესულია რუსული მძიმე ტექნიკა.
მისი განცხადებით, საქართველოს სამთავრობო შენაერთები ინარჩუნებენ ყველა იმ დასახლებულ პუნქტს, რომელშიც აღდგა ცენტრალური მთავრობის კონტროლი. ამასთან, მისი ინფორმაციით, ცხინვალის გარეუბანში არის მხოლოდ ერთი პოსტი, რომელიც ჯერჯერობით სეპარატისტების კონტროლის ქვეშ იმყოფება -
იაკობაშვილი - რუსებმა საქართველოში ყველა ძალა შემოიყვანეს, რაც გააჩნდათ, ტაქტიკური გადაადგილებაა საჭირო, მსხვერპლის თავიდან ასაცილებლად.
~ინფორმაციები იმასთან დაკავშირებით, რომ ქართული ჯარი უკან დახევას იწყებს, რეალობას არ შეესაბამება - იაკობაშვილი.
ამასთან, მან აღნიშნა, რომ მიუხედავად ქართველების მოწოდებისა, აფხაზები რუსეთის პროვოკაციას წამოეგნენ და კოდორის ხეობაზე მიიტანეს შეტევა. ქართველებს არანაირი იერიშის არ ეშინიათ და ქართულ სამხედრო ძალებს შეუძლიათ დაიცვან კოდორის ხეობა -
22:00 - საქართველო დათანხმდა რუსეთის სამშვიდობოების შესვლას ზუგდიდში. მსოფლიოს ლიდერები რუსეთისგან ცეცხლის შეწყვეტას ითხოვენ. ევროპის ქვეყნებში, რუსეთის საელჩოების წინ, საპროტესტო აქიები იმართება. რუსეთის ავიაცია გორსა და მის მიმდებარე ტერიტორიებს ბომბავს. სააკაშვილის განკარგულებით, შეიარაღებული ჯარები სამხრეთ ოსეთში ცეცხლს შეწყვეტენ. რუსული ავიაცია საავიაციო ქარხნის "თბილავიამშენის" ტერიტორიას ბომბავს. ოფიციალური მონაცემებით, 94 ადამიანია დაღუპული, მათ შორის 47 სამხედრო და 47 სამოქალაქო პირია
-
10 აგვისტო - 6:20 - საქართველომ ცეცხლის შეწტყვეტა მოითხოვა და რუსეთს მოლაპარაკება შესთავაზა.
ნიკოლა სარკოზიმ მიმდინარე მოვლენების დასარეგულირებლად შეიმუშავა გეგმა.
პუტინი ჩრდ.ოსეთში ჩავიდა. მან საქართველოს ხელისუფლებას ცხინვალის რეგიონიდან სამხედრო ნაწილების გამოყვანა მოსთხოვა. იგი აცხადებს, რომ საქართველოს ქმედებები დანაშაულებრივია, რუსეთის ქმედებები კი - ლეგიტიმური.
საქართველოს საჯარისო შენაერთები მთლიანად აკონტროლებენ ცხინვალს, მის ირგვლივ ყველა სტრატეგიულ სიმაღლეს -
კახა ლომაიას თქმით, დღეს ძალიან შემაშფოთებელი ფაქტი დაფიქსირდა, როდესაც რუსულმა სამხედრო თვითმფრინავებმა ქართული ქალაქების დაბომბვა განახორციელეს და ძალიან სახიფათო დისტანციაზე მოუახლოვდნენ სამოქალაქო თვითმფრინავებს, რაც რეისების შეფერხების მიზეზი გახდა.
რაც შეეხება რუსეთთან საჰაერო მიმოსვლის შეწყვეტის შესაძლებლობას, კახა ლომაიას განცხადებით, რუსულმა მხარემ განაცხადა, რომ იგი ცალმხრივად შეწყვეტს საჰაერო მიმოსვლას საქართველოსთან -
რუსულმა ავიაციამ თბილისა და მის შემოგარენზე საჰაერო შეტევა განახორციელა. სამხედრო ბაზა სენაკში რუსმა მედესანტეებმა დაიკავეს. ზუგდიდის პოლიცია რუსების ხელში გადავიდა. გენერალი ჩაბანი ქართულ მხარეს ულტიმატუმს უყენებს და იარაღის დაყრას მოითხოვს. რუსეთის თავდაცვის სამინისტრო ადასტურებს ცნობას ჩეჩნეთიდან სპეცბატალიონების გადმოყვანის შესახებ. საქართველოსა და რუსეთს შორის საფოსტო კავშირი შეწყდა. ქართული მხარე ჰუმანიტარული დერეფნის გაკეთებასთან დაკავშირებით რუსეთის თანხმობას უშედეგოდ ელის
-
საქართველოს პრეზიდენტი და უცხოელი დიპლომატები გორიდან სასწრაფოდ გამოიყვანეს.
პუტინი აცხადებს, რომ რუსეთი თავის სამშვიდობო მისიას ლოგიკურ დასასრულამდე მიიყვანს. რუსულმა ავიაციამ სოფელ ტყვიავზე მორიგი იერიში მიიტანა. სოფელი ხურჩა აფხაზებისა და რუსების შეიარაღებულმა ნაწილებმა დაიკავეს. სენაკის სამხედრო აეროპორტი და სამხედრო ბაზა იმობმება. საქართველოს პრეზიდენტმა მოსახლეობას "ხვალ, 15:00 საათზე პარლამენტთან" შეკრებისკენ მოუწოდა -
"დიდი შვიდეულის" ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრებმა რუსეთისგან მოითხოვეს დაუყოვნებლივ დათანხმდეს ცეცხლის შეწყვეტას. რუსებმა კოდორის მიმართულებით სამხედრო ოპერაცია დაიწყეს და ასევე, გორის რაიონის სოფელი თორტიზა დაბომბეს. კოდორის ხეობიდან მოსახლეობა მთლიანად გამოყვანილია. რუსულმა ავიაციამ თბილისის ზღვაზე იერიში მიიტანა.
ლავროვმა საქართველოს ხელისუფლების შეცვლის შესახებ ღიად განაცხადა.
მედვედევმა ქართულ-ოსური კონფლიქტის ზონაში "ძალით მშვიდობის დამყარების" ოპერაციის დასრულების შესახებ განაცხადა -
პარლამეტის წინ შეკრებილ მოსახლეობას სააკაშვილმა განუცხადა, რომ საქართველო რუს სამშვიდობოებს ოკუპანტებად, ხოლო სამხრეთ ოსეთისა და აფხაზეთის ტერიტორიებს ოკუპირებულ ტერიტორიებად გამოაცხადებდა. მან ასევე გამოაცხადა, რომ საქართველო დამოუკიდებელ სახელმწიფოთა თანამეგობრობიდან გამოდიოდა.
ზუგდიდში რუსმა სამხედროებმა ქართული სამშვიდობოების შტაბი და სხვა ადმინისტრაციული შენობები დაიკავეს.
რუსეთისა და საფრანგეთის პრეზიდენტმა ჩიხიდან გამოსვლის 6-პუნქტიანი განცხადება შეიმუშავეს -
საქართველო რუსეთს ეთნიკურ წმენდაში ადანაშაულებსრუსული ავიაცია ქართული სოფლების დაბომბვას განაგრძობს
საფრანგეთის პრეზიდენტი ნიკოლა სარკოზი მოსკოვიდან თბილისში ჩამოფრინდა. თბილისში იმყოფებიან ესტონეთის, პოლონეთის, ლიტვისა და უკრაინის პრეზიდენტები. ასევე ლატვიის პრემიერი-მინისტრი.
დაღუპულია 175 ადამიანი. იაპ დე ჰოოპ სხეფერი აცხადებს, რომ მიუხედავად კონფლიქტისა საქართველო რჩება ნატოს კანდიდატი ქვეყანად -
აშშ-ს პრეზიდენტი ბუში თავდაცვის მინისტრს საქართველოში ჰუმანიტარული ტვირთის შეტანას ავალებს. ბუში რუსეთს მოუწოდებს, ხელი არ შეუშალოს და აღნიშნული მოქმედებისთვის ღია იყოს ყველა სატრანსპორტო საშუალება - საზღვაო, საჰარო და სახმელეთო.
საქართველოში სამდღიანი გლოვა გამოცხადდა.
რუსებმა გორში მოროდიორობა დაიწყეს.მათ ფოთი დატოვეს, მაგრამ გორთან დასავლეთისკენ მიმავალი გზა გადაკეტეს. გორი კვლავ დაიბომბა. თბილისისკენ მომავალმა რუსულმა ტანკებმა უფლისციხის მიმართულებით გადაუხვიეს. რუსები მესტიაში შევიდნენ. -
15 აგვისტო - რუსმა ოკუპანტებმა მდინარე ცხენისწყლის საავტომობილო ხიდი გადაკეტეს. პატრიაქრი გორში შევიდა. კონდოლიზა რაისი თბილისშია. საქართველოს პრეზიდენტი ხელს აწერს ცეცხლის შეწყვეტის გეგმას.რუსეთის სამხედრო ვერტმფრენებმა ბორჯომისა და ცემის მიმდებარე ტერიტორია დაბომბეს.
16 აგვისტო - მსოფლიოს სხვადასხვა ქალაქში რუსული აგრესიის საწინააღმდეგოდ ფართომასშტაბიანი აქციები იმართება. რუსმა ოკუპანტებმა გალიდან ზუგდიდში დამატებით 50 ერთეული ტანკი შეიყვანეს. რუსრუსი სამხედროები კვლავ გორში რჩებიან. -
აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის დამოუკიდებლობა ხუთმა სახელმწიფომ - ვენესუალა, ნიკარაგუა, ნაურუ, ტუვალუ და ვანუატუ აღიარა, თუმცა მოგვიანებით ვანუატუმ და ტუვალუმ აღიარება უკან წაიღეს.
ოფიციალური მონაცემებით, 2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომში, საქართველოს 228 მშვიდობიანი მოქალაქე, 14 პოლიციელი და 3 ჟურნალისტი დაიღუპა, დაიჭრა 1 747. დაღუპულად მიიჩნევა 169 სამხედრო მოსამსახურე, აქედან ხუთი უგზო-უკვლოდ დაკარგულია, სახლები დატოვა 150 000-მა ადამიანმა.
ოკუპირებულია საქართველოს ტერიტორიის 20 პროცენტი