კონფლიქტი სამთაწყაროში

By Chagela
  • Period: to

    2013

  • პირველი ღია დაპირისპირება

    მაისს პირველი დაპირისპირება დაფიქსირდა. სამლოცველოში შეკრებილ ადგილობრივ მუსლიმებს, ქრისტიანებმა რიტუალის შეწყვეტა მოსთხოვეს და ტერიტორია დაატოვებინეს.
  • მუფთის წარმომადგენლები სოფელში არ შეუშვეს

    31 მაისს სოფლისკენ მიმავალი გზა ადგილობრივმა ქრისტიანებმა გადაკეტეს და სალოცავად მიმავალ ქვემო ქართლის მუფთს ჯემალ ადაძეს და სამმართველოს სხვა წარმომადგენლებს გზის გაგრძელების საშუალება არ მისცეს. ადგილზე გამოძახებულ იქნა პოლიცია, თუმცა სოფელში შესვლა მაინც ვერ მოხერხდა.
  • ხოჯა შეუძლოდ გახდა

    7 ივნისს, სულო ხოზრევანიძის განცხადებით, ის შინაგან საქმეთა სამინისტროს წარმომადგენლებმა სახლიდან გაიყვანეს, უკან დაბრუნებულს ჟურნალისტებთან საუბრისას, გაურკვეველმა პირებმა დაურეკეს და სამლოცველოში ასვლა მოსთხოვეს, რაზეც სულიკო უარს აცხადებდა. ხოზრევანიძე შეუძლოდ გახდა და სამედიცინო დახმარება დასჭირდა.
  • პაატა ზაქარეიშვილის პირველი ვიზიტი

    14 ივნისს შექმნილი დაძაბულობის განსამუხტად, სამთაწყაროს რეინტეგრაციის მინისტრი, პაატა ზაქარეიშვილი ესტუმრა და სოფლის გამგებელი, გულნარა ნადირაშვილისაგან პირობა მიიღო, იმის თაობაზე, რომ ადგილობრივ მუსლიმებს ლოცვაში ხელი არ შეეშლებოდათ, თუმცა ადგილობრივები სალოცავად არ გამოვიდნენ.
  • ლოცვა ადგილობრივების გარეშე

    21 ივნისს ლოცვა კვლავს ადგილობრივი მუსლიმების გარეშე, მუსლიმთა სამმართველოს წარმომადგენლებმა ჩაატარეს.
  • დაპირისპირება ხოზრევანიძეების ეზოში

    28 ივნისი კონფლიქტის კულმინაციად იქცა, ხოზრევანიძეები სახლთან ინციდენტი დაფიქსირდა, _ ორასამდე სოფლის მოსახლე, ხოზრევანიძეების ეზოში შეიჭრა და სახლის კარებთან, მას შემდეგ შეჩერდა, რაც სულოკოს მეუღლე, ემინე ხოზრევანიძე და და, ნათელამახარაძე წინ გადაუდგა. ოჯახის წევრების განცხადებით ადგილი ჰქონდა სიტყვიერ შეურაცყოფას და მუქარას, შეკრებილები სულიკოსაგან გასვლას და სოფლის წინაშე პასუხისგებას მოითხოვდნენ. ინციდენტისას ემინე ხოზრევანიძე დაეცა და ფეხი მსუბუქად დაიზიანა.სოფლის გამგებელის გულნარა ნადირა
  • სამთაწყარო

    სამთაწყაროში პარასკევის ტრადიციული ლოცვა შედგა, თუმცა ადგილობრივებმა დასწრებისაგან კვლავ შეიკავეს თავი. ლოცვა ჩასულმა მუსლიმთა სამმართველოს წევრებმა აღავლინეს.