-
ჩამოვაყალიბეთ სამოქალაქო განათლების კლუბი, ავირჩიეთ კლუბის ლიდერი
-
USAID-ის სამოქალაქო განათლების პროგრამას ახორციელებს ამერიკული ორგანიზაცია PH International, ამერიკის შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) დაფინანსებით და საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მხარდაჭერით. სამეცნიერო-ინტელექტუალური კლუბი "თაობათა დიალოგი" (RICDOG) წარმოადგენს პროგრამის რეგიონალურ პარტნიორ ორგანიზაციას იმერეთში
-
მოსწავლეებმა მასწავლებლების, მასწავლებლებმა კი მოსწავლეების როლი მოირგეს.
თითქმის ყველა კლასში, მოსწავლეთა თვითმმართველობისა და სამოქალაქო კლუბის აქტიურმა წევრებმა, ცაატარეს ძალიან საინტერესო გაკვეთილები. მეცამეტე კლასი შედგებოდა მასწავლებლებისაგან. მოსწავლეებმა მასწავლებლებთან ჩაატარეს, ქართულის(ჰაგიოგრაფია), სამოქალაქოს(ფანდრაიზინგი), ისტორიისა(ალექსანდრე მაკედონელის ეპოქა) და მათემატიკის გაკვეთილები(ოქროს კვეთა) -
სკოლის მოსწავლეთა თვითმმართველობამ და სამოქალაქო კლუბ "ალექსანდრამ", გადაწყვიტეს საახალწლოდ თანხა შეეგროვებინათ და სოფელში საახალწლო მსვლელობა მოეწყოთ, გაჭირვებული ოჯახებისთვის კი საჩუქრები დაერიგებინათ. ფანდრაიზინგის წყალობით სკოლამ საჩუქრად მიიღო დენის გამათბობელი და ხელნაკეთი ნივთების გაყიდვით ფულადი სახსარი, საიდანაც 400 ლარი, პატარა ავადმყოფ გოგონას გადავურიცხეთ, დანარჩენი კი საახალწლო მსვლელობისთვის გამოვიყენეთ.
-
USAID-ის დაფინანსებით, სკოლამ შეიძინა სხვადასხვა რესურსი, მოსწავლეებმა მასწავლებლების დახმარებით გააკეთეს მრავალფეროვანი საახალწლო ნივთები და გაყიდეს. შემოსული თანხა მთლიანად ქველმოქმედებას მოხმარდა.
-
სამოქალაქო კლუბის ბავშვებმა, თვითმმართველობასთან ერთად, მოაწყვეს საზეიმო მსვლელობა/ალილო. თოვლის ბაბუა ყველა შემხვედრს ნუგბარით უმასპინძლდებოდა, დაახლოებით 12 ოჯახს კი სასაჩუქრე პაკეტი გადასცა.
-
სკოლის მოსწავლეთა თვითმმართველობამ ჩაატარა სკოლის საჭიროების კვლევა. სასკოლო საზოგადოების უმრავლესობა მიიჩნევდა, რომ სკოლაში არსებული პრობლემები დირექციის მოსაგვარებელი იყო. ამიტომ მოსწავლეებმა სამოქალაქო განათლების მასწავლებლის დახმარებით განახორციელეს პროექტიერთად უკეთესია, რომელშიც აქტიურად იყვო ჩართული, სასკოლო საზოგადოების ყველა რგოლი, გარდა ამისა საქმის კურსშია ჩაყენებული ადგილობრივი თვითმმართველობა და ველოდებით ქმედით ნაბიჯებს.
პროექტი განხორციელდა ტებერვალ- მარტში. -
კვირეულის ფარგლებში დაგეგმილი სხვადასხვა აქტივობა მიზნად ისახავს საზოგადოებრივი ცნობიერების ამაღლებას.
კამპანიის ფარგლებში სკოლაში გაიმართა სხვადასხვა სახის აქტივობები:
➤ საინფორმციო შეხვედრა სასკოლო საზოგადოებასთან კამპანიის შესახებ ცნობიერების ამაღლების მიზნით. ➤ პრეზენტაცია- „ადამიანები, რომლებიც გარემოს ცვლიან“.
➤საინფორმაციო პოსტერების დამზადება
➤ დასუფთავების აქცია „ შევაშველოთ დედამიწას ნორჩი ხელები“ -
პროექტის ფარგლებში ჩატარდა საინფორმაციო კამპანია, მომზადდა პრეზენტაცია და საინფორმაციო ბუკლეტები, დაიგეგმა და განხორციელდა სკოლის ონკანის წყლის ბიოლოგიური ანალიზი, ველოდებით ოფიციალურ პასუხს. ზეპირი ცნობით, წყალი სრულიად შეესაბამება დადგენილ ნორმებს. მოსწავლეებში აქტიურად მიმდინარეობს დისკუსია, თუ როგორ შეიძლება მოუარონ სოფლის სავიზიტო ბარათ მდინარე "ბუჯას".
-
იგეგმება სასწავლო აქტივობები ბავშვთა დაცვის დღესტან დაკავშირებით.