-
გიორგი II-ის ოჯახის წევრების უმრავლესობამ მნიშვნელოვანი კვალი დატოვა საქართველოს თუ მსოფლიო ისტორიაში. მამა, ბაგრატ IV თითქმის ნახევარი საუკუნე მართავდა საქართველოს. დედა, ბორენა დედოფალი, ოვსთა მეფის ასული იყო. -
დავით IV აღმაშენებელი , გიორგი II-ის ძე, დიდი სახელმწიფო მოღვაწე და ძლევამოსილი მხედართმთავარი, რომელსაც განსაკუთრებული ადგილი უკავია საქართველოს ისტორიაში.დავით აღმაშენებელმა ოცდათექვსმეტწლიანი მმართველობის განმავლობაში ჩაატარა სიღრმისეული რეფორმები, რომლებმაც საბოლოოდ დაასრულეს ფეოდალური საქართველოს გაერთიანების პროცესი. -
ერწუხის ბრძოლაში დავითმა ძლევამოსილად გაიმარჯვა. ბრძოლის შედეგი მეტად მძიმე იყო მოწინააღმდეგისათვის, მან სრული განადგურება იგემა. სელჩუკები გაიქცნენ, კახელებს გასაქცევი არსად ჰქონდათ და იძულებული იყვნენ დანებებულიყვნენ. კახეთის დიდებულები მორჩილების გუნებაზე დადგნენ.
-
საქართველოს სამეფო კარის ვაზირი , მწიგნობართუხუცეს-ჭყონდიდელის სახელოს პირველი მფლობელი, რუის-ურბნისის საეკლესიო კრების (1104) აქტიური მონაწილე და მეფის პოლიტიკის გამტარებელი. საქართველოს მართლმადიდებელი სამოციქულო ეკლესიის წმინდანი.
-
დიდგორის ბრძოლა ან ძლევაჲ საკვირველი ქართველთა ბრძოლა დავით IV აღმაშენებლის მეთაურობით თურქ-სელჩუკთა კოალიციური ლაშქრის წინააღმდეგ დიდგორის ველზე (მანგლისის მახლობლად, თბილისის მისადგომებთან).