ქართველი მეფეები III კლ.

  • ფარნავაზ მეფე
    2

    ფარნავაზ მეფე

    პირველი მეფე ძვ. წ. IV–III საუკუნის I ნახევარში და ფარნავაზიანთა დინასტიის დამაარსებელი. იგი იყო მცხეთის მამასახლისის სამარას ძმისწული. ფარნავაზმა დაამარცხა აზო და თავი ქართლის (იბერიის) მეფედ გამოაცხადა. ამის შემდეგ ჩაატარა სახელმწიფო რეფორმა – ქართლის სამეფო დაჰყო რვა საერისთავოდ და ქართლის სასასპეტოდ, რომელთა სათავეში შესაბამისად ერისთავები და სპასპეტი ჩააყენა. ფარნავაზმა აღმართა სამეფოს მთავარი ღვთაების – არმაზის კერპი. მასვე მიეწერება ქართული დამწერლობის შექმნა
  • მირიან მეფე
    323

    მირიან მეფე

    მირიან მეფე და ნანა დედოფალი IV საუკუნეში ცხოვრობდნენ. მეფე მირიანი 7 წლისა იყო როცა ტახტზე ავიდა. 15 წლისამ კი ცოლად ნანა დედოფალი მოიყანა. მეფე მირიანი ძალიან განსწავლული ყოფილა და ქვეყნის სიყვარულისა და თავდადების გამო, ხალხიც დიდად აფასებდა და სიყვარულით პასუხობდა.
  • ვახტანგ გორგასალი
    442

    ვახტანგ გორგასალი

    ქართლის მეფე V საუკუნის II ნახევარში. „გორგასალი“ (სპარს. მგლისთავა) სპარსელებმა შეარქვეს. ვახტანგ გორგასალი გამეფდა 15 წლისა, იმეფა 45 წელი, აღესრულა 60 წლისა. საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის მიერ შერაცხულია წმინდანად. მისი მოხსენიების დღეა 13 დეკემბერი.
  • დავით აღმაშენებელი
    Aug 2, 1089

    დავით აღმაშენებელი

    დავით IV ტახტზე 1089 წელს 16 წლის ასაკში ავიდა. მამამისი, გიორგი II, შექმნილი პოლიტიკური მდგომარეობიდან გამომდინარე, იძულებული გახდა შვილის სასარგებლოდ ტახტზე უარი ეთქვა. დავითს ძალიან მძიმე მემკვიდრეობა ერგო: ქვეყანა დარბეული იყო მტრის შემოსევებისაგან, თურქ-სელჩუკთა მომთაბარე ტომები სახლდებოდნენ დაპყრობილ ტერიტორიებზე და ქართველ ხალხს ფიზიკური განადგურების საფრთხეს უქმნიდნენ, ფეოდალები მეფეს ხშირად არ ემორჩილებოდნენ, საქართველოს მეფის ხელისუფლება ლიხის ქედის აღმოსავლეთით არ ვრცელდებოდა.
  • თამარ მეფე
    1184

    თამარ მეფე

    1184 წლიდან, გიორგი III-ის ასული, ბაგრატიონთა სამეფო დინასტიის წარმომადგენელი. თამარს საქართველოს ოქროს ხანაში მოუწია მეფობა და უაღრესად წარმატებული მმართველი აღმოჩნდა. თამარი ატარებდა ტიტულს: „მეფეთ მეფე და დედოფალთ დედოფალი აფხაზთა, ქართველთა, რანთა, კახთა და სომეხთა, შირვანთა და შაჰანშათა და ყოვლისა აღმოსავლეთისა და დასავლეთისა თვითმფლობელობითა მპყრობელი“.
  • დემეტრე თავდადებული
    Dec 3, 1259

    დემეტრე თავდადებული

    ჩვენი ქვეყნის ისტორიაში მე-XIII საუკუნის, ანუ მონღოლების მბრძანებლობის დროის, თავდადებულთა შორის პირველი ადგილი მეფე დემეტრეს უჭირავს.
    გადმოცემით ვიცით, რომ დემეტრე ყმაწვილობაში ლხინის მოყვარე და უზრუნველი ჭაბუკი ყოფილა, მაგრამ როცა ის ხანში შევიდა, სრულიად გამოიცვალა: მეტად ღვთისმოსავი შეიქნა და დაუღალავად ზრუნავდა ხალხის კეთილდღეობისათვის.