-
May 27, 1478
კონსტანტინე II
კონსტანტინე II — ქართლის მეფე 1478/1479-1505 წწ., ალექსანდრე I დიდის ძის დიმიტრი ბატონიშვილის ვაჟი. 1465 წელს ბიძასთან, მეფე გიორგი VIII-თან, ერთად ტყვედ ჩაუვარდა სამცხის ათაბაგ ყვარყვარე II-ს. -
Mar 10, 1505
დავით X
დავით X — ქართლის მეფე 1505-1525, კონსტანტინე II-ის ძე. მისი მეფობის დროს საქართველოს მეფე-მთავრებს შორის შინაფეოდალური ბრძოლა გრძელდებოდა, 1509 წლის აგვისტოში იმერეთის მეფემ ალექსანდრე II-მ დაიპყრო ქ. გორი და ქართლის ჩრდილო-დასავლეთი ნაწილი, რომელიც დავით X-მ 1510-ში დაიბრუნა. -
Apr 20, 1527
ლუარსაბI
ლუარსაბ I — ქართლის მეფე 1527—1556 წლებში, დავით X-ის ძე, 1522 წელს თავი ისახელა ყიზილბაშების წინააღმდეგ ბრძოლაში. 1526 წელს პოლიტიკური კავშირი შეკრა იმერეთის მეფე ბაგრატ III-სთან. 1535 წელს, როდესაც ბაგრატ III-მ სამცხე-საათაბაგო შეიერთა, ლუარსაბ I-მა ჯავახეთი დაიმორჩილა.