ბილ გეითსი

ბილ გეითსი

By likuna
  • ბილ გეითსის პიროვნება

    ბილ გეითსის პიროვნება
    უილიამ ჰენრი „ბილ“ გეიტსი — ამერიკელი ბიზნესმენი, ფილანტროპი, ინვესტორი და კომპიუტერული პროგრამისიტი, კომპანია Microsoft-ის დამფუძნებელი.
    დაბადების ადგილი: სიეტლი, ვაშინგტონის შტატი, ამერიკის შეერთებული შტატები
  • ადრეული წლები

    ბილ გეიტსი თავის ორ დასთან ერთად ქალაქ სიეტლში გაიზარდა. მამამისი, უილიამ გეიტს II, იყო სიეტლის რწმუნებული, ხოლო დედა, მერი გეიტსი — სკოლის მასწავლებელი და ვაშინგტონის უნივერსიტეტის მმართველთა წევრი. გეიტსის წინაპრები იყვნენ ინგლისური, გერმანული და ირლანდიული წარმომავლობის
  • Period: to

    ინტერესის სფერო

    ბილ გეიტსმა ინტერესი კომპიუტერის მიმართ 13 წლის ასაკში გამოამჟღავნა. 1973 წელს ის ჰარვარდის უნივერსიტეტში ჩაირიცხა[7], მაგრამ ძალიან მალე დატოვა სასწავლებელი და 1975 წელს თავის მეგობარ პოლ ალენთან ერთად დააარსა კომპანია „Microsoft“, რომელიც იქცა პროგრამული უზრუნველყოფის უმსხვილეს მწარმოებელ კომპანიად მსოფლიოში. ისინი დარწმუნებულები იყვნენ, რომ კომპიუტერი მალე გახდებოდა აუცილებელი ატრიბუტი ყველა სამუშაო მაგიდაზე, ოფისებსა და სახლებში.
  • კარიერა

    კარიერა
    1999 წელს ბილ გეიტსმა დაწერა წიგნი იმის შესახებ, თუ როგორ შეუძლია კომპიუტერულ ტექნოლოგიებს, გადაწყვიტოს პრობლემები ახლებური მეთოდით. წიგნი 25 ენაზე, 60 ქვეყანაში გამოიცა.
  • კარიერა

    კარიერა
    თავის კარიერის განმავლობაში, გეიტსი კომპანიაში იკავებდა თავჯდომარის, აღმასრულებელი დირექტორისა და მთავარი პროგრამული არქიტექტორის თანამდებობებს და იყო ყველაზე დიდი აუქციონერი 2014 წლის მაისამდე[8] გეიტსის ხელმძღვანელობის პირობებში „Microsoft“ ყოველთვის მიისწრაფის იმისკენ, რომ გააუმჯობესოს კომპიუტერების პროგრამული უზრუნველყოფა, რათა უფრო ადვილი გახდეს საზოგადოებისათვის მისი გამოყენება.
  • ბილ გეითსის 11 ცხოვრებისეული წესი

    ბილ გეითსის 11 ცხოვრებისეული წესი
    ბევრი მნიშვნელოვანი რჩევა დარიგება მისცა ახალგაზრდება http://www.insource.ge/ge/node/462
  • ბილ გეითსი მდიდარ ადამიანთა სიაში

    ბილ გეითსი მდიდარ ადამიანთა სიაში
    ბილ გეიტსი მსოფლიოში მეორე ყველაზე მდიდარ ადამიანად ითვლება, მისი პირადი კაპიტალი ფორბსისის 2019 წლისთვის შეადგენდა 96.5 მილიარდ აშშ დოლარს