მეგან მარკლი-თანამედროვე კონკიას ისტორია

Timeline created by facebooker_2358404424235416
  • Period: to

    მეგან მარკლი-თანამედროვე კონკიას ისტორია

    მეგან მარკლი 1981 წლის 4 აგვისტოს ლოს-ანჯელესში დაიბადა, თუმცა მოგვიანებით ტორონტოში გადავიდა საცხოვრებლად. მარკლი სწავლობდა დაწყებით კერძო სკოლაში, შემდეგ კათოლიკურ კოლეჯში, რომლის დამთავრების შემდეგ Northwestern University-ს კომუნიკაციების კოლეჯში გააგრძელა სწავლა. მისი კარიერაც სწორედ აქედან იწყება.
  • Period: to

    კარიერა

    მეგანი ტელევიზიით პირველად 2002 წელს სამედიცინო დრამა General Hospital-ში გამოჩნდა.ამის შემდეგ მარკლი არაერთ ჰოლივუდურ ფილმში მონაწილეობდა, მათ შორის არის Get Him to the Greek, Remember Me და Horrible Bosses. მეგან მარკლი ასევე თამაშობდა FBI-ს აგენტის როლს სერიალ Fringe-ში, თუმცა ყველაზე დიდი პოპულარობა მას რეიჩელ ზეინის როლმა ამერიკულ დრამა Suits-ში მოუტანა, რომელსაც დიდ ბრიტანეთშიც აჩვენებდნენ. აღნიშნულ როლს მარკლი 2011 წლიდან ასრულებდა
  • Period: to

    პირველი ქორწინება

    აღსანიშნავია, რომ პრინც ჰარისთან ქორწილი მეგან მარკლისთვის პირველი არ იყო, რადგან 2011 წელს ის პროდუსერ ტრევორ ენგელსონზე დაქორწინდა, თუმცა ორი წლის შემდეგ წყვილი ერთმანეთს დაშორდა.
  • Period: to

    "ბრმა პაემანი"

    2016 წლის ივლისში მეგანი და ჰარი ერთმანეთს ლონდონში საერთო მეგობარმა დიზაინერი მიშა ნონუმ გააცნო, რომელმაც წყვილს "ბრმა პაემანი" მოუწყო.რამდენიმე კვირაში ჰარიმ დაარწმუნა მეგანი მასთან ერთად ბოტსვანაზე გამგზავრებულიყო. ისინი ნახევარი წლის განმავლობაში ჩუმად ხვდებოდნენ ერთმანეთს, საბოლოოდ კი საქმე ნიშნობამდე მივიდა, 27 ნოემბერს სამეფო ოჯახმა ოფიციალურად განაცხადა პრინც ჰარის და ამერიკელი მეგან მარკლის ნიშნობის შესახებ. ნიშნობა დღის მთავარ მოვლენად იქცა.
  • Period: to

    სამეფო კარის წინააღმდეგ წასვლა

    დიდი ბრიტანეთის ისტორიაში სამეფო ოჯახის წევრი ამერიკელზე, თანაც განქორწინებულზე, მხოლოდ ერთხელ დაქორწინდა. ედუარდ VIII, რომელიც 1936 წელს მხოლოდ ათ თვეს მეფობდა, აშშ-ის მოქალაქე უოლის სიმფსონზე იყო შეყვარებული და ტახტზე უარი სწორედ მის გამო თქვა. მას რომ მეფობის დროს მაინც გადაეწყვიტა განქორწინებული ქალის ცოლად მოყვანა, ის ანგლიკანური ეკლესიის წინააღმდეგ წავიდოდა, რომელიც მაშინ განქორწინებას არ აღიარებდა. მარკლის ბიოგრაფიის და წარმომავლობის გამო (დედა აფროამერიკელია) ელისაბედ II უკმაყოფილო იყო.
  • Period: to

    სამეფო ქორწილი

    2018 19 მაისს, დიდ ბრიტანეთში, უინძორის სასახლეში, წლის მთავარი ღონისძიება - პრინც ჰარისა და ამერიკელი მსახიობის, მეგან მარკლის ჯვრისწერის ცერემონია გაიმართა.
    სასექსის ახალი ჰერცოგის და ჰერცოგინიას ჯვრისწერას, რომელიც წმინდა გიორგის ეკლესიაში ჩატარდა, ტელეეკრანებზე 1.9 მილიონი ადამიანი ადევნებდა თვალს, უინძორის სასახლესთან 100 000 ადამიანი იყო შეკრებილი, ცერემონიას კი 600 სტუმარი ესწრებოდა.
  • Period: to

    უფლისწული

    მეგანი ფეხმძიმობის პერიოდში ხშირად ჩნდებოდა ეკრანზე და მისი გამოჩენა ყოველთვის იწვევდა ყურადღებას. 2019 წლის 6 მაისს წყვილს ვაჟი შეეძინათ. ოჯახი ბედნიერად გრძნობს თავს. თანამედროვე კონკიას ისტორია ზუსტად ისე მიედინება, როგორც ზღაპრებშია."და ცხოვრობდნენ ისინი ტკბილად და ბედნიერად..."