,,ცოცხალი ორგანიზმები"

Timeline created by facebooker_1523495974501709
  • ყვავილოვანი მცენარეები

    ყვავილოვანი მცენარეები
    ყვავილოვანი მცენარეები (ლათ. Magnoliophyta) — უმაღლესი მცენარეების განყოფილება. მოიცავს 400 ოჯახს, 12 ათასზე მეტ გვარს და თითქმის 240 ათას სახეობას. ყვავილოვნები ერთ-ერთია თესლოვან მცენარეების ორი ჯგუფიდან და მათ ფარულთესლოვნები (ლათ. Angiospermae) ეწოდებათ. ისინი განვითარების ყველაზე მაღალ საფეხურზე დგანან მცენარეთა სამყაროში, მათ განაყოფიერების სისტემა უფრო დახვეწილი აქვთ, ვიდრე დანარჩენ თესლოვან მცენარეებს — შიშველთესლოვნებს.
  • ხემცენარეები

    ხემცენარეები
    ხე — ხანგრძლივად მცხოვრები მცენარე, რომელსაც აქვს მრავალწლოვანი გახევებული ღერო და ფესვები. ბუჩქისგან განსხვავებით ხის ღერო (შტამპი) და ვარჯი ყოველთვის მკვეთრად გამოხატულია. ღერო და ტოტები შედგება მერქნისა და ქერქისაგან. კორომში ხეს აქვს მაღალი ღერო (თითქმის ცილინდრული) და პატარა, საკმაოდ მაღლა განლაგებული ვარჯი, გაშლილი ადგილზე — მოკლე და სქელი ღერო, ვარჯიც უფრო ქვემოდან ეწყება.
  • მწერები

    მწერები
    მწერები (ლათ. Insecta) — უხერხემლო ცხოველების კლასი ფეხსახსრიანთა ტიპისა. მწერების სხეული დაფარულია ქიტოვანი კუტიკულით, რომელიც ქმნის გარეთა ჩონჩხს და დაყოფილია 3 ნაწილად: თავი, მკერდი და მუცელი. თავზე 4 წყვილ კიდურია, რომელთაგან ერთი წყვილი ულვაში ანუ ანტენაა. არსებობს ჯაგრისებრი, ძაფისებრი გურზისებრი, ხერხისებრი, სავარცხლისებრი, ფირფიტისებრი და სხვა ულვაშები.
  • ფრინველები

    ფრინველები
    ფრინველები (ლათ. Aves) — ხერხემლიან ცხოველთა კლასი, რომელიც მოიცავს დაახლოებით 8,6 ათას სახეობას. ფრინველების კლასში გაერთიანებული არიან ორფეხა, ბუმბულით დაფარული, კვერცხისმდებელი ცხოველები, რომელთა უმრავლესობის ლოკომოციის ძირითად ფორმას წარმოადგენს ფრენა.
  • ბაქტერიები

    ბაქტერიები
    ბაქტერია (ძვ. ბერძნ. βακτήριον — ჩხირი) — 0,1–10 მიკრონის სიგრძის, სფეროსებრი, ჩხირისებრი ან სპირალისმაგვარი პროკარიოტული ერთუჯრედიანი ორგანიზმებია, დღეისათვის აღწერილია ათი ათასამდე ბაქტერიათა სახეობა და ვარაუდობენ, რომ მათი რაოდენობა რამდენიმე მილიონს აღემატება. ბაქტერიული უჯრედების რაოდენობა ადამიანის სხეულში 10–ჯერ აღემატება საკუთრივ ადამიანის უჯრედების რაოდენობას. განსაკუთრებით ბევრია ბაქტერიები კანზე და კუჭ–ნაწლავში. ამ ბაქტერიების დიდი უმრავლესობა ადამიანისთვის უსაფრთხოა.
  • ქვეწარმავლები, რეპტილიები

    ქვეწარმავლები, რეპტილიები
    ქვეწარმავლები, რეპტილიები (ლათ. Reptilia) — ხერხემლიან ცხოველთა კლასი. ნამდვილი ხმელეთის ცხოველები არიან, რაც იმაში გამოიხატება, რომ ხმელეთზე მრავლდებიან და ვითარდებიან. დებენ ყვითრით მდიდარ და ნაჭუჭით დაფარულ კვერცხებს, ამფიბიებთან შედარებით უფრო სრულყოფილი სუნთქვისა (დიფერენცირებული ტრაქეითა და ფილტვებით) და სისხლის მიმოქცევის სისტემები აქვთ. ქვეწარმავლები ფილტვებით სუნთქავენ. ისინი,ამფიბიების მსგავსად, ჰაერიდან შთანთქავენ ჟანგბადსა და გამოყოფენ ნახშირორჟანგს.
  • მტაცებლები

    მტაცებლები
    მტაცებლები (ლათ. Carnivora: carō 'ხორცი', + vorāre 'მჭამელი') — ძუძუმწოვრების რიგი. მათი სხეულის სიგრძე 14 სმ-იდან 3 მ-მდე, მასა 100 გ-იდან 1000 კგ აღწევს. ნაირგვარი შეფერილობა აქვთ. მტაცებლები აერთიანებს 7 ოჯახს (ძაღლისებრნი, დათვისებრნი, ენოტისებრნი, კვერნისებრნი, ვივერისებრნი, აფთრისებრნი, კატისებრნი), დაახლოებით 100 გვარს, 240 სახეობას, რომელთაგან საქართველოში გვხვდება 19 სახეობა. მტაცებლებს შორის ბევრი სასარგებლოა. ზოგი ანადგურებს სასოფლო და სატყეო მეურნეობის მავნე მღრღნელებს;
  • თევზები

    თევზები
    თევზები — წყლის ხერხემლიანი ცხოველები, რომლებსაც არ აქვთ სხეულის მუდმივი ტემპერატურა. თევზების ზომა-წონა განსხვავებულია: პანდაკის სიგრძე 7,5 მმ-ს აღწევს, ხოლო ვეშაპისებრი ზვიგენისა 15-20 მ-ს. თევზების უმრავლესობას თითისტარისებური სხეული აქვს, ზოგს — გვერდებიდან ან ზურგ-მუცლისაკენ გაბრტყელებული, გველივით წაგრძელებული ან ნემსივით წაწვრილებული, ზოგი ბურთისებური ან თასმისებურია. თევზების სხეული სიმეტრიულია, გარდა კამბალასი, რომელსაც ორივე თვალი ცალ მხარეს აქვს. სხეული დაფარულია ქერცლით.
  • მღრღნელები

    მღრღნელები
    ხერხემლიან ცხოველთა რიგი ძუძუმწოვრების კლასისა. აერთიანებს ძუძუმწოვრების სახეობათა საერთო რაოდენობის მესამედზე მეტს. დამახასიათებელია გრძელი საჭრელი კბილები, რომლებსაც ფესვები არა აქვთ, ცხოველის მთელი სიცოცხლის განმავლობაშიი იზრდება და შესაბამისად ცვდება. საჭრელებსა და ძირითად კბილებს შორის თავისუფალი არეა, რომელსაც დიასტემა ეწოდება. მღრღნელები გავრცელებული არიან მთელ მსოფლიოში, მრავალ ოკეანურ კუნძულზეც კი. ბინადრობენ ტყეში, ველზე, ალპურ მდელოზე, სანაპიროსთან და ა. შ.
  • წყალმცენარეები

    წყალმცენარეები
    წყალმცენარეები — საციცოცხლო პირობების მიხედვით გაერთიანებული ეკოლოგიური ჯგუფია. სისტემატიკური თვალსაზრისით ის მრავალ დამოუკიდებელ ტიპად იყოფა, რომლებიც ერთმანეთისგან ფერით და ზოგ შემთხვევაში უჯრედის ორგანიზაციით განსვავდებიან. წყალმცენარეებს ახასიათებთ ქლოროფილის არსებობა, რასაც მოკლებულნი არიან სხვა უმდაბლესი მცენარეები, ბაქტერიები და სოკოები. ბევრ წყალმცენარეში მწვანე ფერი შენიღბულია სხვა პიგმენტებით.