Images (4)

ერთიანი საქართველო

  • 1010

    ერთიანი სახელმწიფო

    ერთიანი სახელმწიფო
    ბაგრატმა ისევ დაიკავა ჰერეთი, დაიჭირა დინარ დედოფალი და კახეთის ციხეების აღებას შეუდგა. ორი წლის განმავლობაში ყველა ციხე ხელთ იგდო, ხოლო ბოჭორმის ციხეში „წლითი წლამდის“ მომწყვდეული კვირიკე იძულებული გახდა ბაგრატს დამორჩილებოდა. 1010 წელს ბაგრატმა კახეთ-ჰერეთის შემოერთება დაასრულა. ასე დასრულდა ფეოდალური საქართველოს გაერთიანების ძირითადი ეტაპი.
  • Period: 1104 to 1122

    საქართველოს გაერთიანება

    საქართველოს გაერთიანების პროცესი, რომელიც VIII საუკუნიდან დაიწყო, დაასრულა დავით აღმაშენებელმა, რომელმაც 1104 წელს შემოიერთა კახეთ-ჰერეთი, 1122 წელს — თბილისი. XII საუკუნეში საქართველო წინა აზიის უძლიერესი სახელმწიფო იყო, მისი ტერიტორია მთელ კავკასიას მოიცავდა.
  • 1121

    დიდგორის ბრძოლა

    დიდგორის ბრძოლა
    1121 წელს მოხდა გადამწყვეტი ბრძოლა ქართველებსა და სელჩუკებს შორის, რომელიც ცნობილია როგორც დიდგორის ბრძოლა. დავით აღმაშენებელმა დაამარცხა მოწინააღმდეგის 300 ათას კაციანი არმია, რის შედეგადაც სელჩუკები საბოლოოდ განიდევნენ საქართველოდან. შემდგომი ლაშქრობებისას ქართველებმა დაიკავეს შირვანი და სომხეთის დიდი ნაწილი.