ნაპოლეონი

Timeline created by Levan Lomidze
  • Period: to

    პირადი ცხოვრება

    ჯოზეფინ ბოარნე ნაპოლეონის პირველი ცოლი-დაიბადა 1763წ. ქ. მარტინიკაში ფრანგი პლანტატორის ოჯახში. მოგვიანებით, ჟოზეფინი იხსენებდა, რომ ბავშვობაში ერთმა მოხუცმა შავკანინამა ქალმა უწინასწარმეტყველა, რომ ერთ დროს ის იქნებოდა „უფრო მეტი ვიდრე მეფე“. ქორწინება უიღბლო გამოდგა, მათ დარჩათ ორი შვილი. დე ბოარნე და ჰორტენზია.
    მარია ლუიზა ავსტრიელი იყო მეორე ცოლი, დაქორწინდნენ 1810წ,შეეძინათ ერთადერთი ვაჟი ნაპოლეონ II, ამ მოვლენის აღსანიშნავად ნაპოლეონმა მის მეუღლეს „ალმასის ყელსამაბი“აჩუქა
  • Period: to

    ნაპოლეონ ბონაპარტის ბიოგრაფია

    1764 წელს 2/7 ივნისს კარლო ბუონაპარტემ იქორწინა ლეტიცია რამოლინოზე . მათ ჰყავდათ 13 შვილი, რომელთაგანაც მხოლოდ 8–მ მიაღწია სრულწლოვნებას. მათგან ერთ-ერთმა კი სამუდამოდ დაიმკვიდრა სახელი მსოფლიო ისტორიაში.
    ნაპოლეონი იყო საფრანგეთის სამხედრო და პოლიტიკური ლიდერი. იყო საფრანგეთის რევოლუციის გენერალი და საფრანგეთის მმართველი, 1799-1804 წწ. და შემდგომ როგორც ,,ფრანგთა იმპერატორი " 1804-1815 წწ, იტალიის მეფე ნაპოლეონ I-ის სახელით 1805-1814 წლებში და რაინისკავშირის პროტექტორი1806-1814 წლებში.
  • Period: to

    ბავშვობა

    აპოლეონ ბონაპარტი დაიბადა 1769 წლის 15 აგვისტოს ხმელთაშუაზღვის კუნძულ კორსიკის ქალაქ აიაჩოსი. მის დაბადებიდან 1 წლის შემდეგ საფრანგეთმა აიძულა გენუის რესპუბლიკა კორსიკა გარკვეულ საფასურად გადაეცა მისთვის 4 წლის ვადით.ნაპოლეონის მამა კარლო ბუონაპარტე და სხვა კორსიკელები პასკუალე პაოლის მეთაურობით შეეწინააღმდეგნენ მათ, მაგრამ დამარცხდნენ. გამარჯვების შემდეგ ფრანგებმა ამნისტია გამოაცხადეს და ერთ–ერთი პირველი მათ მხარეს კარლო ბუონაპარტე გადავიდა.
  • Period: to

    საფრანგეთის იმპერატორი

    ნიჭიერი სამხედრო სრატეგოსი დაწინაურდა დიდი რევოლუციი დროს(1789-1799 წლებში)
    კონორაცია:1804 წელი,2 დეკემბერი,ნოტრდამი
    მმართველობის დასაწყისი 1894წ.20 მარტი (იმპერატორად) 1815 წლის,1 მარტი (100 დღიანი მმართველობა)
    მმართველობის დასასრული:1814 წ.6 აპრილი(გადადგა ტახტიდან) ,1815 წ.22 ივნისი (დასრულდა 100 დღიანი მმართველობა)
  • History vs. Napoleon Bonaparte

    History vs. Napoleon Bonaparte
  • Period: to

    ნაპოლეონის ომები

    რევოლუციური ომები
    იტალიური კამპანია (1796--1797) და ეგვიპტური ექსპედიცია (1798-1799)
    18 ბრიუმენის გადატრიალებამ (1799) საფრანგეთის მართვის ძალაუფლება გადასცა ადამიანს, რომელიც გამოირჩეოდა ძალაუფლების დიდი სიყვარულით, ამბიციებით და სარდლობის დიდი ნიჭით. ჯერ კიდევ 18 ბრიუმერამდე, ნაპოლეონმა დაიწყო ევროპის პოლიტიკური რუკის შეცვლა, ხოლო მისი ეგვიპტეში და სირიაში ექსპედიციის დროს ის აწყობდა გეგმებს აღმოსავლეთის შესახებ. ოცნებობდა ინგლისილების ინდოეთიდან გამოდევნაზე.
  • Period: to

    საფრანგეთის სამხედრო პოლიტიკური ლიდერი-წოდებები

    ნაპოლეონის წოდებები: საფრანგეთის რევოლუციის გენერალი
    საფრანგეთის მმართველი ,საფრანგეთის კონსულის პრემიერ-კონსული 1799-1804 წლებში
    ,,ფრანგთა იმპერატორი"1804-1815 წლებში
    იტალიის მფე ნაპოლეონ I-ის სახელიტ 1805-1814 წლებში
    რაინის კავშირის პროტექტორი 1806-1814 წლებში
    შვეიცარიის მედიატორი
  • Period: to

    ისტორიული მოვლენები

    1804 წლის კონტინენტური ბლოკადა
    1805 წელი აუსტერლიცის ბრძოლა
    ტრაფალგარის ბრძოლა
    1806 წელს პორტუგალიის დაპყრობა
    1807 წელი ესპანეთის ანექსია
    1807 წელი ტილზიტის ზავი(რუსეთ-საფრანგეთის ხელშეკრულება)
    1812 წელს ნაპოლეონის თავდასხმა რუსეტზე-ბოროდინოს ბრძოლა
    1813 წელს ლაიფციგის ბრძოლა
  • Period: to

    ტრაფალგარის ბრძოლა 1805 წელი

    საზღვაო ბრძოლა ბრიტანეთის სამეფო ფლოტსა და ფრანგებისა და ესპანელების კოალიციურ ძალებს შორის. ბრძოლა გაიმართა მე-3 კოალიციის ომის ფარგლებში.კოალიციის ძალებს მეთაურობდა ფრანგი ვიცე-ადმირალი ვილნევი, ბრიტანელებს კი ჰორაციო ნლსონი.ბრძოლამდე ნელსონმა ბრძანა „ვიქტორიდან“ გადაეცათ ლეგენდარული სიგნალი: ინგლისი მოელის, რომ ყველა ადამიანი თავის მოვალეობას შეასრულებს. ის დღეს ცნობილია, როგორც ნლსონის სიგნალი. ძალთა თანაფარდობის მიუხედავად ბრძოლა ბრიტანელების ბრწყინვალე გამარჯვებით დაგვირგვინდა.
  • Period: to

    ტრაფალგარის ბრძოლის ბრძოლის შედეგები

    ბრიტანელთა დანაკარგები მცირე იყო, თუმცა ბრძოლის მიწურულს ფლაგმანზე, საპარადო ფორმაში გამოწყობილი ნელსონი მტრის სნაიპერის ტყვიამ შეიწირა. ბრძოლის შედეგები კოალიციისთვის გამანადგურებელი იყო. 12 ათას დაჭრილ-დაღუპულ მებრძოლთან ერთად მათ დაკარგეს 22 სახაზო გემი, რომელთაგან 21 მოწინააღმდეგის ხელში გადავიდა. ბრძოლამ წერტილი დაუსვა ნაპოლეონის ცდას გადაელახა ლა-მანშის სრუტე და შეჭრილიყო ბრიტანეთში.
  • Period: to

    აუსტერლიცის ბრძოლა 1805 წელი

    ნაპოლეონმა დაიწყო სამხედრო მოქმედებები რუსეთსა დაავსტრიის წინააღმდეგ. მან შეძლო სენატი ჯარში გაწვევის გამოცხადებაზე დაეთანხმებინა, შეკრიბა 65 000
    ჯარისკაცი და მეორე დილას, 1 ოქტომბერს, ლაშქრით რაინზე გადავიდა. 6 რიცხვში ბავარია აიღო, 20-ში დაიკავა ულმი, 13-ში აიღოვენა, ხოლო 2 დეკემბერს თავისი გამეფების წლისთავზე რუსებსა და ავსტრიელებს აუსტერლიცის დაბლობზე შეხვდა. ავსტრიელების საჯარისო კორპუსს ფრანც იოსები ხელმძღვანელობდა, ხოლო რუსებისასალექსანდრე I,მიხეილ კუტუზოვი და გენერალი პეტრე ბაგრატიონი.
  • Period: to

    აუსტერლიცის ბრძოლა 1805 წელი და მისი შედეგები

    ნაპოლეონმა კარგად შედგენილი სამოქმედო ოპერაციის მიხედვით კოალიციას მარჯვნიდან და მარცხიდან შეუტია და მალევე შეასუსტა ფალანგები. რამდენიმე საათიანი სასტიკი ბრძოლის შემდეგ დაბნეული მოწინააღმდეგები უკუიქცნენ. უკუგდებულ არიერგარდს ნაპოლეონის ჯარისკაცები უკან მისდევდნენ და ხოცავდნენ. ამ ბრძოლის შედეგად საბოლოოდ დამარცხდა მე-3 ანტიფრანგული კოალიცია, ხოლო ავსტრიამ დეკემბერში ხელი მოაწერა პრესბურგის საზავო ხელშეკრულებას და ომიდან გამოვიდა.
    ეს ბრძოლა, ასევე, ცნობილია, როგორც სამი იმპერატორის ბრძოლა.
  • Period: to

    ნაპოლეონის პირველი გადადგომა

    რუსეთში განცდილი მარცხი ნაპოლეონის იმპერიის დაშლის დასაწყისი გახდა. მის წინააღმდეგ დაირაზმნენ ევროპის ქვეყნები. 1813 წლის ოქტომბერში ლაიფციგთან ნაპოლეონის არმიის ნარჩენებს ბრძოლა მოუხდათ მოკავშირეებთან რუსეთის, პრუსიის, ავსტრიის, შვედეთის არმიებთან (ე.წ. ხალხთა ბრძოლა), სადაც ფრანგები დამარცხდნენ. მოკავშირეები1814 წელს პარიზში შევიდნენ. ნაპოლეონი გადადგა. იგი ხმელთაშუა ზღვის კუნძულ ელბაზე გადაასახლეს. პარიზში ბურბონები და რევოლუციის დროს გაქცეული არისტოკრატები დაბრუნდნენ.
  • Period: to

    ვატერლოოს ბრძოლა

    1815წ. ბელგიაში, ვატერლოოსთან გაიმართა ბრძოლა, სადაც ინგლისის,ნიდერლანდების და პრუსიის ალიანსი დაუპირისპირდა ნაპოლეონის არმიას. ბრძოლის წინა დღეს უპირატესობა ნაპოლეონის მხარეს იყო, რადგან ლინის ბრძოლის შემდეგ პრუსიელთა ძალები, რომელთაც ბლუხერი ხელმძღვანელობდა მოწყვეტილი იყო ინგლის-ჰოლანდიის კოალიციისგან. ამის შემდეგ ნაპოლეონი ბრიტანალების პოზიციებისკენ დაიძრა, თუმცა ლორდი უელინგტონი უკვე წასული დაუხვდა. ფრანგები კოალიციას უკან გაყვნენ, თუმცა მათ შორის ბრძოლას კოკისპირულმა წვიმამ შეუშალა ხელი
  • Period: to

    ვატერლოოს ბრძოლა

    გორაკზე გამოჩნდა მომავალი ჯარი. უელინგტონს ისინი პრუსიელები ეგონა, ხოლო ნაპოლეონი დარწმუნებული იყო რომ მათ გრუშის ნაწილები უახლოვდებოდნენ, რომლებმაც პრუსიელებს უკან დაახევინეს და ახლა იმპერატორის დასახმარებლად დაბრუნდნენ.იმ დღეს იღბალი ინგლისელების მხარეს იყო,ნაპოლეონმა ჩართო საიმპერატორო გვარდია.ამ გვარდიას იმპერატორი მხოლოდ უკიდურეს შემთხვევაში იყენებდა. გვარდიამ შეუტია ალიანსს, მათ გაარღვიეს პირველი ხაზი,დაამარცხეს პოლ ჰეკეტის ბრიგადა, მაგრამ მეტის გაკეთება უკვე შეუძლებელი იყო.
  • Period: to

    ვატერლოოში განცდილი მარცხი და კუნძულ ელენაზე გადასახლება

    ძველ გვარდიას ნაპოლეონი გაყავდა ბრძოლის ველიდან. კიდევ შეეძლო ნაპოლეონს ბრძოლების წარმოება, მის განკარგულებაში იყო 120 000 ჯარისკაცი, მაგრამ მას აღარ უნდოდა კამპანიებში მონაწილეობის მიღება. არსებობს ვერსია რომ, რიგითი ფრანგები მას სასახლეში უვარდებოდნენ და ინგლისელების განადგურებასაც თხოვდნენ. ის გადაასახლეს წმინდა ელენეს კუნძულზე, სადაც სავარაუდოდ მოწამვლით მოკლეს 1821 წელს.
  • Period: to

    ასი დღე

    საფრანგეთის მოსახლეობა ვერ ეგუებოდა ძველი რეჟიმის აღდგენას. ნაპოლეონმა ისარგებლა მოსახლეობის უკმაყოფილებით და ყველასთვის მოულოდნელად საფრანგეთში დაბრუნდა. გმირებს მონატრებული ფრანგი ხალხი მას შეხვდა როგორც მხსნელს. ნაპოლეონის მმართველობის ბოლო თვეებს „ასი დღე“ შეერქვა. მოკავშირეებმა ომი განაახლეს.1815 წელს, ბელგიის ახლოს, სოფელ ვატერლოოსთან ნაპოლეონი თავის უკანასკნელ ბრძოლაში დამარცხდა.
  • Period: to

    მეორე გადასახლება და გარდაცვალება

    დატყვევებული იმპერატორი ინგლისელებმა წმ.ელენას კუნძულზე გადაასახლეს.7 წელი მისი სამფლობელო იყო ერთი საკანი და პატარა ბაღი.1821წ 5 მაისს, 52 წლის ასაკში, ნაპოლეონი გარდაიცვალა. ერთი ვერსიით, იმპერატორი, მამამისის მსგავსად, კუჭის კიბომ შეიწირა, ხოლო მეორე ვერსიით ბრიტანელებმა მოწამლეს ვერცხლისწყლით. ამ ვერსიის მიხედვით ნაპოლეონის საჭმელს ურევდნენ ვერცხლისწყალს, შედეგად ის მალევე გარდაიცვალა. სანამ გარდაიცვლებოდა კრუჩხვებში ჩავარდა, სწორედ მაშინ მიხვდა ნაპოლეონი, რომ მისი სიკვდილის დღე ახლოვდებოდა.