გურია

გურიის ღირსშესანიშნაობები

  • Dec 12, 1212

    გურია

    გურია
    გურია დასავლეთ საქართველოში მდებარე მხარეა და ისტორიულ-გეოგრაფიული პროვინციის, გურიის ტერიტორიას მოიცავს. გურიას უძველესი ისტორია და ულამაზესი, მწვანეში ჩაფლული ბუნება აქვს. გრილი ტყეებით, მინერალური წყლებით, ალპური მდელოებით, კულტურული ძეგლებითა თუ ქვიშიანი სანაპიროთი გურია სხვადასხვა გემოვნებისა და ინტერესების მქონე ადამიანისთვის გახლავთ მიმზიდველი. აქ მცხუნვარე მზის ქვეშ მოელვარე ზღვის სანაპიროდან უცებ მთის სუსხში, ღრუბლებს მაღლა შეგიძლიათ აღმოჩნდეთ.
  • ჯიხეთის დედათა მონასტერი

    ჯიხეთის დედათა მონასტერი
    ჯიხეთი მდებარეობს გურიის სერის ჩრდილოეთ კალთაზე, ნიგოითის მთაზე, ზღვის დონიდან 250 მ. ლანჩხუთიდან 12 კმ, ნიგოითიდან 3 კმ, ავტომაგისტრალიდან 6 კმ. მონასტერი დაარსებულია XIX ს-ის მიწურულს. მთავარი, ღვთისმშობლის ტაძრად მიყვანების ტაძარი 1896 წელსაა აგებული ოზურგეთელი ილარიონ მენაბდის მიერ.
  • ბახმარო

    ბახმარო
    ბახმარო — დაბა და კურორტი გურიაში, ჩოხატაურის მუნიციპალიტეტში. ბახმარო კლიმატური მაღალმთიანი კურორტია, სადაც მთავარი სამკურნალო ფაქტორი მთისა და ზღვის შერეული ჰავაა. კურორტი სოჭითა და ნაძვით მდიდარ ქვაბულში, ზღვის დონიდან 1926-2050 მეტრზე მდებარეობს. ბახმაროს სამკურნალო თვისებები 1890-იან წლებში აღმოაჩინეს და მისი კურორტად ჩამოყალიბება მაშინვე დაიწყო. 1923 წელს ოფიციალურად მიენიჭა კურორტის სტატუსი.
  • ეგნატე ნინოშვილის სახლმუზეუმი

    ეგნატე ნინოშვილის სახლმუზეუმი
    მუზეუმი მდებარეობს ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის სოფელ არჩეულში. ოფიციალურად გაიხსნა 1950 წლის 18 იანვარს ცნობილი ქართველი მწერლის ეგნატე ნინოშვილის პატივსაცემად. მუზეუმი შედგება ოთხი საგამოფენო დარბაზისაგან.
    ამჟამად მუზეუმში დაცულია 6 ათასამდე ექსპონატი.
  • ლანჩხუთის მხარეთმცოდნეობის მუზეუმი

    ლანჩხუთის მხარეთმცოდნეობის მუზეუმი
    ლანჩხუთის მხარეთმცოდნეობის მუზეუმი — ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის მთავარი მუზეუმი. დაარსდა 1978 წელს, ხოლო 1998 წელს პირველად გაიხსნა მუზეუმის ექსპოზიცია. მუზეუმში გახსნილია არქეოლოგიის, ეთნოგრაფიის და ისტორიული წარსულის ამსახველი გამოფენა. მუზეუმში რვა ათასზე მეტი ექსპონატია.
  • ნოდარ დუმბაძის სახლმუზეუმი

    ნოდარ დუმბაძის სახლმუზეუმი
    ნოდარ დუმბაძის სახლ-მუზეუმი — ნოდარ დუმბაძის მემორიალური მუზეუმი ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის სოფელ ზენობანში. მუზეუმი ექვემდებარება ჩოხატაურის სამუზეუმო გაერთიანებას. მასში დაცულია ნოდარ დუმბაძის ხელნაწერები, სამახსოვრო ნივთები, გამოცემები. მუზეუმი ახორციელებს საგანმანათლებლო პროგრამებს.
    მუზეუმი დგას ნოდარ დუმბაძის ბებიისა და ბაბუის სახლის პირდაპირ, იმ ადგილას, რომელიც დუმბაძეს განსაკუთრებით უყვარდა და სადაც მას სახლის აშენება სურდა.
  • ექვთიმე თაყაიშვილის მუზეუმი

    ექვთიმე თაყაიშვილის მუზეუმი
    ექვთიმე თაყაიშვილის მუზეუმი — ექვთიმე თაყაიშვილის მემორიალური მუზეუმი ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ლიხაურში. გაიხსნა 2010 წელს.
    მუზეუმი წარმოადგენს გურული ტიპის სტილიზებულ ოდა-სახლს, რომელიც შემოსაზღვრულია ქვის გალავნით. მუზეუმს ოთხი საექსპოზიციო დარბაზი აქვს. მასში დაცულია ექვთიმე თაყაიშვილის ფოტომასალა, წიგნები, პირადი ნივთები.
  • შეკვეთილის დენდროლოგიური პარკი

    შეკვეთილის დენდროლოგიური პარკი
    შეკვეთილის დენდროლოგიური პარკი - გურიაში, ოზურგეთის მუნიციპალიტეტში, კურორტ შეკვეთილში. შეკვეთილის დენდროლოგიური პარკი თავისი მასშტაბით, მცენარეთა უნიკალური და მრავაფეროვანი კოლექციით, ბიომრავალფეროვნების შემეცნებისთვის საუკეთესო გარემოპირობებითა და ორიგინალური განაშენიანებით, სრულიად გამორჩეულია არა მხლოდოდ შავიზღვისპირეთში, არაედ მთელს რეგიონში.
    60 ჰექტარზე გაშენებული ბაღი, ადგილობრივი და მსოფლიო ეგზორიკური ფლორის ათასობით სახეობას მთელი სრულფოფილებით წარმოგვიდგენს.
  • მინიატურების პარკი

    მინიატურების პარკი
    მინიატურების პარკი გურიაში, ოზურგეთის მუნიციპალიტეტში, შეკვეთილში მდებარეობს. პარკში საქართველოს 44 არქიტექტურული ძეგლის მინიატურაა წარმოდგენილი. მინიატურების ქალაქში ნახავთ მცხეთის ჯვარს, სვეტიცხოველს, სვანურ კოშკებს, ალავერდს, ძველ თბილისს, ბაგრატს, ნიკორწმინდას და სხვა მრავალი მნიშვნელოვანი ძეგლის მინიატურულ მოდელს.
  • წვერმაღალას პარკი

    წვერმაღალას პარკი
    წვერმაღალას პარკი - მდებარეობს გურიაში, ოზურგეთის მუნიციპალიტეტში, კურორტებს შეკვეთილსა და ურეკს შორის, შეკვეთილის დენდროლოგიური პარკის მოპირდაპირე გორაკზე. პარკი გაიხსნა 2019 1 მაისს. წვერმაღალას პარკი 4 ჰექტარზეა მოწყობილი, ის ორიარუსიანია. პირველ იარუსში შეგხვდებათ გიგანტური ჭაობის კვიპაროსები, ტიტა, ქაფურის ხე, ევკალიფტები, ბამბუკების ხეივანი და ხელოვნური ტბა. ტბა გაფართოვდა და ირგვლივ კედარის ჯიშის ხეები და ტირიფები დგას, წყალში კი დუმფალის ყვავილებია.