საქართველოს მდინარეები

  • Period: 5 to 6

    ალაზნის ააუზის ფლორა და ფაუნა

    ალაზნის აუზის ბუნებრივი მცენარეული საფარი ერთმანეთისგან ძალიან განსხვავებულია, ასახავს რა დიდ სხვაობას ტემპერატურასა, ატმოსფერულ ნალექებსა, ფერდობების დახრილობასა და ნიადაგში. 2600 მეტრის სიმაღლის ზემოთ ალპური მდელოები, ხოლო 2200 და 2600 მ შორის სიმაღლეზე სუბალპური ტყიანი ადგილები და მდელოები ჭარბობს. 400-2200 მეტრზე დომინირებს მუხისა და რცხილის შერეული ტყეები (მუხა, იფანი, თელა და სხვა).
  • მდინარე ალაზნის საზრდოობა

    მდინარე  ალაზნის  საზრდოობა
    საზრდოობა შერეულია. ალაზანი იკვებება წვიმის, თოვლისა და მიწისქვეშა წყლით. წყლის ჩამონადენის დაახლოებით 40 %-ს მიწისქვეშა წყალი შეადგენს, წვიმისა და თოვლის — 30-30 %-ს. წყალდიდობა გაზაფხულსა და ზაფხულის პირველ ნახევარში იცის, წყალმოვარდნა — შემოდგომაზე. ზამთარში წყალმცირეა. გაზაფხულზე მოდის წყლის ჩამონადენის 38,3 %, ზაფხულში — 29,1 %, შემოდგომაზე — 20,3 %, ზამთარში — 12,3 %. არ იყინება.
  • მდინარე ალაზანზე ვიდეო

    მდინარე  ალაზანზე  ვიდეო
    მდინარე ალაზანზე იხილეთ ბმული https://www.youtube.com/watch?v=b10or3Un7rE
  • საქართველოს უგრძესი მდინარე ალაზანის მოკლე მიმოხილვა

    საქართველოს  უგრძესი  მდინარე  ალაზანის  მოკლე  მიმოხილვა
    ალაზანი ] (აზერ. Qanıx) — მდინარე აღმოსავლეთ საქართველოსა და აზერბაიჯანში, ნაწილობრივ მიედინება ამ ქვეყნების საზღვრის გასწვრივ. სიგრძე 390 კმ, აუზის ფართობი — 11 800 კმ², წყლის საშუალო ხარჯი — 98 მ³/წმ. სათავე აქვს კავკასიონზე, მწვერვალ დიდი ბორბალოს აღმოსავლეთ კალთაზე, ზღვის დონიდან 2750 მ სიმაღლეზე. ზემო დინებაში მთის მდინარეა, შემდეგ გამოდის ალაზნის ვაკეზე და იტოტება. ერთვის მინგეჩაურის წყალსაცავს აზერბაიჯანის ფარგლებში.[2] წყალსაცავის აგებამდე ალაზანი პირდაპირ მტკვარში ჩაედინებოდა.
  • მდინარე ალაზნის შენაკადები

    ალაზნის მარცხენა შენაკადებია: სტორი, ლოპოტა, ინწობა, ჩელთი, დურუჯი, ავანისხევი, კაბალი, მაწიმისწყალი, გიშისწყალი და სხვა. მარჯვენა — ილტო, თურდო, კისისხევი, ჭერმისხევი და სხვა. ზოგი შენაკადი ღვარცოფულია (მაგ., დურუჯი). ალაზანს მინგეჩაურის წყალსაცავში წლიურად შეაქვს 2,5 მლრდ მ³ წყალი.[2]
  • Period: to

    მდინარე ალაზნის აუზში არსებული ტბები და წყალსაცავები.

    ალაზნის აუზში რამდენიმე მცირე წყალსაცავი და ტბაა. ფუნქციონირებს რამდენიმე ჰიდროელექტროსადგური: ახმეტის მუნიციპალიტეტში: „ხადორჰესი“ (24 მეგავატი), ყვარლის მუნიციპალიტეტში — „ინწობაჰესი“ (1 მეგავატი), ლაგოდეხის მუნიციპალიტეტში — „კაბალჰესი“ (1,5 მეგავატი), გურჯაანის მუნიციპალიტეტში — „ალაზანჰესი“ (1,5-2,5 მეგავატი).[