6

ჩემი თემის ღირსშესანიშნაობები

  • საინიციატივო ჯგუფის შექმნა

    საინიციატივო ჯგუფის შექმნა
    სკოლაში საბაზო და საშუალო საფეხურის მოსწავლეებისა და პედაგოგების მონაწილეობით შეიქმნება საინიციატივო ჯგუფი, რომელიც მოიძიებს და შეისწავლის მასალებს ჩვენი თემის ღირსშესანიშნავი კულტურული მემკვიდრეობის, ისტორიული ძეგლების შესახებ. საინიციატივო ჯგუფი დაკომპლექტდება საბაზო საფეხურის მოსწავლეებისა სა და 3 მასწავლებლისაგან.
  • თემატური ლექცია-გაკვეთილების ორგანიზება

    თემატური ლექცია-გაკვეთილების ორგანიზება
    მე-7 _ მე-11 კლასების მოსწავლეებთან ჩატარდება საინფორმაციო შეხვედრები (შეხვედრებს ჩაატარებენ: მამა ნიკოლოზი _ თემში შემავალი ტაძრების შესახებ; ისტორიის მასწავლებელი ბეგლარ არჯევანიძე _ ისტორიული წყაროების შესახებ; გეოგრაფიის მასწავლებელი ვახტანგ კაპანაძე _ სოფლის შესახებ ისტორიული-გეოგრაფიული ცნობების შესახებ.
  • Period: to

    საორგანიზაციო საკითხების მოგვარება

    პროექტისთვის საჭირო ინვენტარის შეძენა (1. პროექტორი _ დოკუმენტური ფილმებისა და პროექტის მონაწილეების მიერ დამზადებული პრეზენტაციებისა და ვიდეორგოლებისთვის; 2. პრინტერი _ ფლაერებისა და გზამკვლევის დასაბეჭდად. 3. საკანცელარიო ნივთები, პროექტის განსახორციელებლად: თაბახის ფურცლები, კალმები, ფანქრები, ფლიპჩართები, მარკერები, ფორმატისქაღალდები)
  • Period: to

    ვიზიტები ისტორიული, კულტურული ძეგლების მოსანახულებლად

    პროექტში ჩართული მოსწავლეები პროექტის კოორდინატორთან ერთად დაგეგმავენ ვიზიტებს თემის ტერიტორიაზე არსებული კულტურულ-ისტორიული ღირშესანიშნაობების მონახულების, შესწავლის, ფოტოგრაფირების და ჩანაწერების გაკეთების მიზნით.
  • Period: to

    გზამკლევის გამოსაცემად საჭირო მონაცემების დახარისხება

    პროექტის მონაწილეები კოორდინატორის დახმარებით თემატიკის შესაბამისად დაახარისხებენ მოძიებულ მონაცემებს და შეადგენენ შესაბამის ტექსტებს გზამკვლევში დასაბეჭდად.
  • Period: to

    გზამკვლევის გავრცელება და პრეზენტაციის წარდგენა საზოგადოებრივ ცენტრში

    კლუბის წევრები მოიწვევენ ადგილობრივი სკოლების მოსწავლეებს და სხვა დაინტერესებულ პირებს გააკეთებენ პრეზენტაციას, მოაწყობენ გამოფენას. მათ მიერ დაბეჭდილი გზამკვლევის ორივე ვერსია ხელმისაწვდომი იქნება სოფლის საზოგადოებრივ ცენტრში და სკოლაში.
  • Period: to

    საინფორმაციო ბლოგის დამზადება

    პროექტის კოორდინატორის მიერ მომზადდება ბლოგი სადაც განთავსდება პროექტის ფარგლებში განხორციელებული ყველა აქტივობის ფოტო და ვიდეომასალა, ასევე პრეზენტაციები. ბლოგზე იქნება ხელმისაწვდომი ვიდეორგოლი და გზამკვლევის ელ. ვერსია.