-
1106 BCE
გელათი
გელათის მონასტერი — ქართული ხუროთმოძღვრული ანსამბლი, შუა საუკუნეების საქართველოს კულტურის უმნიშვნელოვანესი ცენტრი, იუნესკოს მსოფლიო კულტურული მემკვიდრეობის და საქართველოს ეროვნული მნიშვნელობის კულტურის ძეგლი. აგებულია ქუთაისის ჩრდილო-აღმოსავლეთით 11 კმ-ზე, მდინარე წყალწითელის ხეობაში. დაარსებულია 1106 წელს დავით აღმაშენებლის თაოსნობით. შემოზღუდულია გალავნით. ანსამბლში შედის სხვადასხვა დროინდელი (ძირითადად XII-XIII სს.) შენობები. -
1003 BCE
ბაგრატი
ბაგრატის ტაძარი — ღვთისმშობლის მიძინების სახელობის ტაძარი, აგებული 1003 წელს, ბაგრატ III-ის (975-1014) მეფობაში, ქუთაისში, უქიმერიონის გორაზე. ძეგლი წარმოადგენს ქართული შუასაუკუნეების საეკლესიო არქიტექტურაში საეტაპო მნიშვნელობის ტაძარს, როგორც თავისი არქიტექტურული გადაწყვეტით, ასევე ისტორიული და სიმბოლური მნიშვნელობითაც. -
506
კაცხის სვეტი
კაცხის სვეტი — კირქვის სვეტისებრი დენუდაციური „მოწმე“ — შთენილი კლდე იმერეთის მხარეში ჭიათურის მუნიციპალიტეტის სოფელ კაცხში, მდინარეების კაცხურისა (ყვირილის მარჯვენა შენაკადი) და ღვითორის (ბუჯის მარცხენა შენაკადი) წყალგამყოფზე. სვეტის სიმაღლე 40 მეტრია -
Nov 12, 1325
მღვიმევი
მღვიმევის დედათა მონასტერი — მონასტერი მდინარე ყვირილის ხეობაში, ჭიათურის მუნიციპალიტეტის სოფელ მღვიმევის მახლობლად.