ირაკლი ჩარკვიანი : "მე ყოველთვის აქ ვიდგები, სადაც ახლა ვდგავარ და ბოლოს აქ დავწვები. უბრალოდ წამოვწვები და გადავიხურავ ბალახის მიწას. სულ ეს არის და ეს."
By luxumi13
-
Period: to
შეძლებული ოჯახის შვილი
1961 წლის 19 ნოემბერს დაიბადა თბილისში. მისი მამა იყო ჟურნალისტი და დიპლომატი გელა ჩარკვიანი, ხოლო ბაბუა – კანდიდ ჩარკვიანი, საქართველოს სსრ-ის კომუნისტური პარტიის ცენტრალური კომიტეტის თავმჯდომარე 1938–1952 წლებში. -
Period: to
კარიერის დასაწყისი
ირაკლი ჩარკვიანის მუსიკალური მოღვაწეობა დაიწყო 1976 წელს, ჯგუფ „არიშთან“ ერთად. შემდეგი ჯგუფი იყო ნაკლებად ცნობილი, ინდი ჟანრის კოლექტივი „ტაქსი“, რომელშიც აგრეთვე უკრავდნენ დადა დადიანი, ბიჭიკო ოსიპოვი და კახა კიკაბიძე. ალბომის „ტაქსი“ (1988) გამოცემის შემდეგ მსმენელებმა დიდი ინტერესი გამოიჩინეს მათი მუსიკის მიმართ. -
Period: to
სოლო კარიერა
ირაკლის პირველი სოლო-ჩანაწერი იყო სიმღერა „War is Over“. მისი პირველი სოლო-ალბომი, „Svan Songs“ ჩაიწერა და გამოიცა 1993 წელს (გერმანია). 1994-1995 წლებში ირაკლი მუშაობდა მუსიკაზე კინოფილმისთვის „ორფეოსის სიკვდილი“. -
Period: to
პირველი ალბომი
1997 წელს გამოიცა მუსიკოსის მეორე სტუდიური ალბომი „აფრენ“. 1999 წელს გამოჩნდა სიმღერა „საქართველო“, 2000 წელს შემდეგი დამოუკიდებელი სიმღერა „უსაფრთხოება“. ირაკლის მორიგი სტუდიური დისკი „ამო“ გამოჩნდა 2001 წელს. ეს ალბომი ცნობილია სიმღერებით „სექსი“ და „ორგანი'78“ -
Period: to
მეფის დაბადება
2004 წელს გამოჩნდა ალბომი „სავსე“, რომელიც დაემთხვა ირაკლის შემოქმედების თაყვანისმცემელთა ახალი ტალღის გამოჩენას. ამ დისკიდან ყველაზე ცნობილი სიმღერებია „ვიცი რომ“, „აქ ხარ“ და „ნანასი“. ეს პერიოდი აგრეთვე გამოირჩევა ირაკლის შემოქმედებითი აქტიურობით — შინაურ სტუდიაში იგი მუშაობდა ბევრ ახალ სიმღერაზე და პარალელურად, საკმაოდ ხშირად იღებდა ახალ ვიდეოკლიპებს საკუთარ სიმღერებზე. აქვე აღსანიშნავია, რომ ამ პერიოდიდან მან საკუთარ ფსევდონიმად „მეფე“ აირჩია. -
Period: to
"როცა მე წავალ"
2006 წლის 24 თებერვალს მუსიკოსი გარდაიცვალა საკუთარ სახლში. თავიდან გარდაცვლაების ოფიციალურ მიზეზად გულის შეტევა დასახელდა , დროთა განმავლობაში კი საზოგადოებისთვის ცნობილი გახდა რომ ჩარკვიანის სიკვდილის მიზეზი ნარკოტიკუკული საშუალებით ზედოზირება იყო. -
Period: to
ანდერძი
მოგვიანებით შეგროვებული იქნა მუსიკოსის სიცოცხლეში ჩაწერილი უკანასკნელი მუსიკალური მასალა და გამოიცა მისი ბოლო სტუდიური ალბომი „ძირს მეფე“. შემდგომში მსგავსი სახით გამოჩნდა გამოუცემელი მასალის კიდევ ერთი კრებული, „თეთრი ღმერთი“. 2014 წელს გამოვიდა კომპილაციური ალბომი რემასტერებით - „The Best of King“.