ჯუზეპე ვერდი

  • ჯუზეპე ვერდი – უდიდესი ტრაგედიებით შექმნილი შედევრები

    მელომანები დაგვეთანხმებიან, რომ მსოფლიოს საოპერო ხელოვნებაში ჯუზეპე ვერდის და მის შემოქმედებას გამორჩეული ადგილი უკავია. XIX საუკუნის იტალიური ოპერის ყველაზე გავლენიანი ხელოვანის ნაწარმოებებმა სულიერად აღზარდა არაერთი ადამიანი. კომპოზიტორის ქმნილებების ჯადოსნური ზემოქმედება მსმენელზე დღესაც გრძელდება. უკვე ღრმად მოხუცებულმა კომპოზიტორმა თავად თქვა: 20 წლის ასაკში ვამბობდი – “მე”, 30 წლისა ვიძახდი – “მე და მოცარტი”, 40 წლისა ვყვიროდი – “მოცარტი და მე”, ხოლო ახლა ჩემთვის ვფიქრობ – “მოცარტი”.
  • შემოქმედება

    პირველი ცდები კომპოზიციაში 1828 წელს განეკუთვნება (უვერტიურები, მარშები სასულე ორკესტრისთვის, საფორტეპიანო პიესები). 1833 ვერდი ქალაქის სასულე ორკესტრის დირიჟორია, 1836 წელს ხელმძღვანელობს ფილარმონიულ საზ-ბას ბუსეტოში. 1839 მილანში დაიდგა ვერდის პირველი ოპერა „ობერტო, გრაფი ბონიფაჩო“, რომელიც საზოგადოებამ თბილად მიიღო. 1840 ოპერა „მეფე ერთი საათით ანუ ცრუსტანისლავის“ წარუმატებელი დადგმის შემდეგ ვერდიმ ზედიზედ დაწერა ორი ოპერა.
  • ნაბუქოს შექმნის ისტორია

    ნაბუქოს შექმნის ისტორია
    ორი სიტყვით გიამბობთ „ნაბუქოს“ შექმნის ამბავს: „ლა სკალას“ იმპრესარიო მერელიმ დეპრესიულ ვერდის პრაქტიკულად ძალით შეაჩეჩა იტალიელი პოეტის, თემისტოკლე სოლერას ლიბრეტო „ნაბუქოდონოსორი“.