მათემატიკოსები

  • 384

    არისტოტელე

    არისტოტელე
    ძველი ბერძენი მოაზროვნე, ფილოსოფოსი და მეცნიერ-ენციკლოპედისტი. სწავლობდა პლატონის მიერ დაარსებულ ათენის აკადემიაში, მსოფლიოში პირველ ფილოსოფიურ სკოლაში. ათენი იყო საბერძნეთისა და ხმელთაშუა ზღვის მთელი ჩრდილოეთის სამეცნიერო და კულტურული ცენტრი. ათენის განაპირას გაშენებულ აპოლონ ლიკეისადმი მიძღვნილ ჭალაში არისტოტელემ ჩამოაყალიბა თავისი ფილოსოფიური სკოლა, რომელსაც უწოდა ლიკეი, ძვ.წ. 343-335 წლებში არისტოტელე იყო გამოჩენილი მხედარმთავრის ალექსანდრე მაკედონელის აღმზრდელი
  • 580

    პითაგორა

    პითაგორა
    ალბათ უმეტესობას პითაგორას სახელის ხსენებაზე მისი თეორემა ( a2 + b2 = c2 ) გვახენდება და ცოტამ თუ იცის რომ ამ ადამიანს კაცობრიობის სულიერ და ინტელექტუალურ განვითარებაში უდიდესი წვლილი მიუძღვის. ეს იყო ადამიანი რომელმაც ‘უმაღლესი ცოდნა’ მეცნიერულად განსაზღვრა, იგი მიიჩნევა მუსიკის, გეომეტრიის, მათემატიკის და ფილოსოფიის ‘მამად’. მან აღმოაჩინა მუსიკალური ინტერვალები და ჰარმონია, იგი იყო პირველი ადამიანი, რომელმაც გამოიყენა და დანერგა სიტყვა “ფილოსოფია”.
  • 1540

    ფრანსუა ვიეტი

    ფრანსუა ვიეტი
    ვიეტი ფრანსუა (1540-1603)ფრანგი მათემატიკოსი. დაამუშავა თითქმის მთელი ელემენტარული ალგებრა; შემოიღო სიმბოლური ასოითი აღნიშვნები ალგებრაში და ააგო პირველი ასოითი აღრიცხვა(1590); მიუთითა განტოლების ფესვებსა და კოეფიციენტებს შორის დამოკიდებულებაზე; მანამდის მათემატიკაში არ იხმარებოდა ფორმულები.
  • ლეონარდ ეილერი

    ლეონარდ ეილერი
    ილერი ლეონარდ (1707-1783), მათემატიკოსი, მექანიკოსი, ფიზიკოსი და ასტრონომი. წარმოშობით შვეიცარიელი; მუშაობდა რუსეთში და გერმანიაში. მის სამეცნიერო მოღვაწეობის სფეროს მიეკუთვნება ბუნებისმეტყველების ყველა დარგი, სადაც კი შეიძლება მათემატიკური მეთოდების გამოყენება. იგი ავტორია 800-ზე მეტი ნაშრომისა მათემატიკურ ანალიზში, რიცხვთა თეორიაში, დიფერენციალურ გეომეტრიაში, მათემატიკურ ფიზიკაში, ცის მექანიკაში და სხვ.