საქართველოს დიდი მდინარეების ადიდების პერიოდი

  • 2023 BCE

    თერგი

    თერგი
    თერგი (ყაბ. Тэрч, ყარაჩ.-ბალყ. Терк суу, ოს. Терк, ინგშ. Тийрк, ჩეჩ. Терк, კუმ. Терек-сув, ნოღ. Терк сув, რუს. Те́рек) — მდინარე საქართველოსა (ყაზბეგის მუნიციპალიტეტი) და რუსეთში (ჩრდილოეთი ოსეთი, ყაბარდო-ბალყარეთი, ჩეჩნეთი, ინგუშეთი, დაღესტანი). სიგრძე 623 კმ, აუზის ფართობი 43,2 ათ. კმ².
  • ალაზანი

    ალაზანი
    ალაზანი[1] (აზერ. Qanıx) — მდინარე აღმოსავლეთ საქართველოსა და აზერბაიჯანში, ნაწილობრივ მიედინება ამ ქვეყნების საზღვრის გასწვრივ. სიგრძე 390 კმ, აუზის ფართობი — 11 800 კმ², წყლის საშუალო ხარჯი — 98 მ³/წმ. სათავე აქვს კავკასიონზე, მწვერვალ დიდი ბორბალოს აღმოსავლეთ კალთაზე, ზღვის დონიდან 2750 მ სიმაღლეზე. ზემო დინებაში მთის მდინარეა, შემდეგ გამოდის ალაზნის ვაკეზე და იტოტება. ერთვის მინგეჩაურის წყალსაცავს აზერბაიჯანის ფარგლებში.[2] წყალსაცავის აგებამდე ალაზანი პირდაპირ მტკვარში ჩაედინებოდა.
  • რიონი

    რიონი
    რიონი — მდინარე დასავლეთ საქართველოში. სიგრძე 327 კმ, მდინარის აუზის ფართობი 13 400 კმ². სათავე აქვს კავკასიონის სამხრეთ კალთაზე ფასის მთაზე, ზღვის დონიდან 2960 მ. ერთვის შავ ზღვას ფოთთან. სათავიდან სოფელ გლოლამდე მიედინება სამხრეთ-აღმოსავლეთისკენ განიერ, ღრმა ხეობაში, რომელიც მდინარე ზოფხიტურის შეერთებამდე ტროგულია. ივითარებს განიერ ჭალას და იტოტება. ადგილ საგლოლოს ქვემოთ მიედინება ჯერ სამხრეთისკენ, შემდეგ — სამხრეთ-დასავლეთისკენ ღრმა და ვიწრო ხეობაში, ივითარებს ვიწრო
  • არაგვი

    არაგვი
    არაგვი[1] — მდინარე აღმოსავლეთ საქართველოში, ყაზბეგის, დუშეთისა და მცხეთის მუნიციპალიტეტებში. სიგრძე 112 კმ, აუზის ფართობი 2740 კმ²[2]. არაგვის სისტემას ქმნის მდინარეები მთიულეთის (თეთრი) არაგვი, გუდამაყრის (შავი) არაგვი, ხევსურეთის არაგვი და ფშავის არაგვი. მთავარია არაგვი, რომელიც იწყება ყელის ვულკანური მთიანეთის ჩრდილო-აღმოსავლეთ ნაწილში.