Bolnisi sioni   georgian inscription 768x431

უძველესი ქართული წერილობითი ძეგლები

  • 357

    ბოლნისის სიონის წარწერა

    ბოლნისის სიონის წარწერა
    ბ ო ლ ნ ი ს ი ს წარწერები. XX საუკუნის 50-იან წლებამდე პირველ ქართულ წარწერად მიჩნეული იყო ბოლნისის სიონის ტაძ-რის წარწერები, რომელთაგან ერთ-ერთი ა. შანიძემ დაათარიღა 492-493 წლებით. ეს წარწერები ქრონოლოგიური ასპექტით მოგ-ვიანებით კვლავ შემოწმდა სპეციალისტების მიერ და დაწერის თარიღიც დაზუსტდა; კერძოდ: ე. მაჭავარიანი, მ. მღებრიშვილი მათ 478-493 წლებით ათარიღებენ, რ.პატარიძე კი მიიჩნევს, რომ ერთი წარწერა შესრულებულია 357 წელს, მეორე – 392 წელს
  • 419

    დ ა ვ ა თ ი ს ქვაჯვრის წარწერები

    დ ა ვ ა თ ი ს ქვაჯვრის წარწერები
    1984 წელს დუშეთის რაიონის სოფელ დავათში ჩატარდა არქეოლოგიური გათხრები. აღმოჩნდა ღვთისმშობლის სახელობის ეკლესიაში ჩაშენებული ქვაჯვარი უძველესი ქართული წარწერებით. ვარაუდობენ, რომ ეკლესია აშენებული უნდა იყოს არაუგვიანეს 419 წლისა. დავათის ქვაჯვარი ქართული კულტურის უმნიშვნელოვანესი ძეგლია.მასზე გამოსახულია მიქაელ და გაბრიელ მთავარანგელოზები, რომელთაც ხელთ უპყრიათ გრაგნილი ქართული ასომთავრული ანბანით.ანბანი მიაჩნიათ 367 წელს შესრულებულად, ხოლო ქვაჯვრის გამოსახულებას 362-381 წლებით.
  • 440

    პალესტინის წარწერები

    პალესტინის წარწერები
    პ ა ლ ე ს ტ ი ნ ი ს წარწერები. 1950-1952 წლებში იტალიელი არქეოლოგის – ვირჯილიო კორბოს მიერ ჩატარებული გათხრების დროს პალესტინაში, იუდას უდაბნოში, ბეთლემის მახლობლად, აღმოჩნდა ქართული მონასტრის ნანგრევები სამი ქართული წარ-წერით. ერთი მათგანი მოღწეულია დაუზიანებლად, მეორე და მესამე კი – ფრაგმენტების სახით.
  • 492

    ნეკრესის წარწერები

    ნეკრესის წარწერები
    ნეკრესის ნაქალაქარი მდებარეობს ყვარლიდან 8 კმ-ის დაშორებით, მთიანი კავკასიონისა და ალაზნის ველის შესაყარზე. ნეკრესი წარმოადგენდა ისტორიული ჰერეთისა და შემდგომ – კახეთის ერთ-ერთ საყურადღებო პოლიტიკურ, ეკო-ნომიკურ, კულტურულ და რელიგიურ ცენტრს.