-
ჯონ დალტონი
1803 წლამდე ინგლისელი ქიმიკოსის, ჯონ დალტონის, მეტს არავის მოუფიქრებია, რომ ჩამოეყალიბებინა ატომის უფრო მეცნიერული განსაზღვრება. მან თავისი იდეა დააფუძნა ძველი ბერძნების იდეაზე, რომ ატომები არის უმცირესი, განუყოფელი ნაწილაკები, რომლებიც მყარ სფეროს წარმოადგენენ და რომ ერთი და იმავე ელემენტის ატომები იდენტურია. -
ბროუნის მოძრაობა
1827 წელს, ბოტანიკოსმა რობერტ ბროუნმა, რომელიც მიკროსკოპის გამოყენებით წყალში მოტივტივე მტვრის მარცვლებს აკვირვებოდა, აღმოაჩინა, რომ მათი მოძრაობა თითქმის მთლიანად არაპროგნოზირებადი იყო. ეს ფენომენი „ბროუნის მოძრაობის“ სახელითაა ცნობილი. იფიქრეს, რომ ეს მარცვლებზე წყლის მოლეკულების მოქმედებით იყო გამოწვეული. -
ელექტრონის აღმოჩენა
ფიზიკოსმა ჯოზეფ ჯონ ტომსონმა გაზომა კათოდური სხივები, ისინი ნაწილაკებისაგან შედგებოდნენ, თუმცა ეს უკანასკნელი დაახლოებით 1800-ჯერ უფრო მსუბუქი იყო ვიდრე ყველაზე მსუბუქი, წყალბადის, ატომი. აქედან გამომდინარე, ის არა ატომს, არამედ ახალ ნაწილაკს წარმოადგენდა, პირველ აღმოჩენილ სუბატომურ ნაწილაკს, რომელსაც მან, თავდაპირველად, „უმცროსი ნაწილაკი“ (corpuscle) უწოდა, თუმცა მოგვიანებით მას ელექტრონი დაარქვეს -
ბორის მოდელი
1913 წელს ფიზიკოსმა ნილს ბორმა წარმოადგინა მოდელი, რომელშიც ატომის ელექტრონები ბირთვის ორბიტალებზე მოძრაობდნენ,მოგვიანებით, იმავე წელს ჰენრი მოზლიმ დამატებითი ექსპერიმენტული მტკიცებულებები წარადგინა ბორის თეორიის სასარგებლოდ. ამ შედეგებით დაიხვეწა ერნესტ რეზერფორდისა და ანტონიუს ვან დენ ბრუკის მოდელი, რომლის მიხედვითაც, ატომი თავის ბირთვში შეიცავს დადებითი ბირთვის მუხტის რიცხვს, რომელიც მისი (ატომური) ნომრის ტოლია პერიოდულ ცხრილში. -
ნეიტრონის აღმოჩენა
1932 წელს ფიზიკოს ჯეიმზ ჩედვიკმა აღმოაჩინა ნეიტრონი