ილია 1

ილია ჭავჭავაძე

  • დაბადების დრო და ადგილი

    დაბადების დრო და ადგილი
    დიდი ქართველი მწერალი, პოეტი, პუბლიცისტი, პოლიტიკური და საზოგადო მოღვაწე, საქართველოს 1861—1907 წლების ეროვნულ-განმათავისუფლებელი მოძრაობის ლიდერი ილია ჭავჭავაძე დაიბადა სოფელ ყვარელში,გაღარიბებული თავადის ოჯახში.
  • განათლება

    შინაური სწავლის მიღების შემდეგ 8 წლის ილია მიუბარებიათ სოფლის მთავარ დიაკვნისათვის, ვისთანაც გატარებულ სამ წელს წარუშლელი კვალი დაუტოვებია მწერლის ცხოვრებაში. შემდეგ კი გადაიყვანეს თბილისის კერძო პანსიონში.
  • Period: to

    გიმნაზიაში

    1852 წელს ჰაკეს კერძო პანსიონიდან გადაიყვანეს თბილისის სათავადაზნაურო გიმნაზიაში, სადაც სწავლობდა 1861 წლამდე.
  • გამომშვიდობება სამშობლოსთან

    გამომშვიდობება სამშობლოსთან
    მშვიდობით, ჩემნო, თვალში ცრემლით განებებთ თავსა...
    უცხოეთიდამ კვლავ მოგაწვდენთ ჩემს გულს და თვალსა;
    კვლავ გაგიღიმებთ შორ ქვეყნიდამ თქვენ ჩემი სული,
    და დამიწყებსცა სიყვარულით ფეთქასა გული.
  • Period: to

    პეტერბურგში

    1857-1861 წლებში კი პეტერბურგის უნივერსიტეტის იურიდიულ ფაკულტეტზე. სტუდენტობის წლები მისთვის უაღრესად მნიშვნელოვანი აღმოჩნდა, როგორც პიროვნებისა და მოქალაქის მომზადებისა და მწერლის ფორმირების სრულყოფისათვის.
  • ლექსები

    ლექსები
    ახალგაზრდა პოეტი ზაფხულსა და შემოდგომას მშობლიურ ყვარელში ატარებს, სადაც იგი 1861 წლის აგვისტოსა და ოქტომბერში ქმნის ორ ახალ შესანიშნავ ლექსს “მას აქეთ, რაკი შენდამი ვცან მე სიყვარული…“ და “ჩემო კალამო“.
  • დაბრუნება

    დაბრუნება
    1861 წლის გაზაფხულზე, აპრილში ილია ჭავჭავაძემ დატოვა პეტერბურგის უნივერსიტეტი და საქართველოში გამოემგზავრა. სამშობლოსთან შეხვედრის მოლოდინით აღძრული ფიქრები, მისი ჭირ-ვარამის, მისი „დაუყუჩებელი ტკივილების“ მწვავე განცდა და მზადყოფნა მისთვის ერთგულად მსახურების მხატვრულად აისახა „მგზავრის წერილებში“, რომელიც ავტორის, „თერგდალეულების“ მიზნებსა და ამოცანებს, ქართველი ხალხის საზოგადოდ ეროვნულ-განმათავისუფლებელი მოძრაობის უწმინდეს იდეალებს გამოხატავდა.
  • Period: to

    შემოქმედება

    პოეზია:
    რა ვაკეთეთ, რას ვშვრებოდით? ბედნიერი ერი, ელეგია,
    კარგი რამა ხარ, ჩემო ქვეყანავ,
    ქართლის დედას, ყვარლის მთებს,
    ხმა გულისა, თ. ალექსანდრე ჭავჭავაძე.
    პროზა:
    მგზავრის წერილები, სარჩობელაზედ, გლახის ნაამბობი, კაცია-ადამიანი?! ოთარაანთ ქვრივი.
    პუბლიცისტური წერილები:
    რა გითხრათ? რით გაგახაროთ? ქვათა ღაღადი, ოსმალოს საქართველო, უმეცრების ფართი-ფურთი, ქართველი ერი და ღვაწლი წმინდა ნინოსი, დავით აღმაშენებელი.
  • ქორწინება

    ქორწინება
    1863 წლის 10 აპრილს, ილია ჭავჭავაძე დაქორწინდა საგურამოს მფლობელ თავად თადეოზ გურამიშვილის ასულ ოლღა გურამიშვილზე. ამ ხნიდან მოყოლებული თვით ტრაგიკულ აღსასრულამდე ილიას ცხოვრება და შემოქმედება უკვე განუყრელად არის დაკავშირებული მის სახელთან.
  • Period: to

    სახელმწიფო სამსახურში–ქუთაისსა და დუშეთში

    1864 წლის დამდეგს ილია გააგზავნეს იმერეთს, ქუთაისის გენერალ-გუბერნატორის ცალკე მინდობილობათა მოხელედ და დაავალეს გამოერკვია, თუ რა ურთიერთობა სუფევდა მემამულეთა და გლეხკაცთა შორის.კავკასიის მეფისნაცვლის 1868 წლის 1 თებერვლისს ბრძანებით, თავადი ილია გრიგოლის ძე ჭავჭავაძე დაინიშნა თბილისის გუბერნიის დუშეთის მომრიგებელი განყოფილების მომრიგებელ მოსამართლედ.
  • ბაზალეთის ტბა

    ბაზალეთის ტბა
    https://www.youtube.com/watch?v=f0RP9ubEg-c
    "იქნებ, აკვანში ის ყრმა წევს,
    ვისიც არ ითქმის სახელი,
    ვისაც დღედაღამ ჰნატრულობს
    ჩუმის ნატვრითა ქართველი?
    თუ ესე არის, ნეტა მას,
    ვაჟკაცსა სახელოვანსა,
    ვისიცა ხელი პირველად
    დასწვდება იმა აკვანსა!
    თუ ესე არის, ნეტა მას,
    დედასა სახელდებულსა,
    ვინც იმ ყრმას პირველ მიაწვდის
    თვის ძუძუს მადლით ცხებულსა!"
  • ჩემო კარგო ქვეყანა

    ჩემო კარგო ქვეყანა
    ქართული პატრიოტული ლირიკის უბრწყინვალესი ქმნილებათაგანი — „ჩემო კარგო ქვეყანავ, რაზედ მოგიწყენია" https://www.youtube.com/watch?v=3VbmLq03Vss
  • Period: to

    თბილისში

    1873 წლის მაისში ილია ჭავჭავაძე გამოვიდა სახელმწიფო სამსახურიდან და თბილისში გადმოსახლდა.1875 წლის თებერვლიდან ამოქმედდა თბილისის სათავადაზნაურო საადგილმამულო ბანკი, რომელსაც მთელი 30 წლის მანძილზე 1905 წლის 23 ივნისამდე სათავეში ედგა ილია ჭავჭავაძე.
  • ილიას მკვლელობა

    ილიას მკვლელობა
    30 აგვისტოს, ხუთშაბათს დილის 10 საათზე ილია და მისი მეუღლე ოლღა ეტლით საგურამოსკენ გაემგზავრნენ. დაახლოებით დღის პირველ საათზე ილია და მისი მეუღლე მისულან წიწამურის წყაროსთან, სადაც მოურავი ჯაში უნდა შეხვედროდათ. ჯაში კი განზრახ არ მისულა წყაროსთან, რომ მკვლელობაში უშუალოდ არ ჩარეულიყო. ექვსკაციანი ჯგუფი თავს დაესხა მათ. ილია მოკლეს, ოლღას სასტიკად სცემეს და მიიმალნენ.
  • დაკრძალვა

    დაკრძალვა
    გლოვის ზარი გაისმოდა საქართველოში. ქართველმა ერმა თავისი მოწიწება და სიყვარული იმით გამოხატა, რომ ილიას ნეშტი თბილისის ერთ-ერთ უწმინდეს ადგილას – მთაწმინდაზე დაკრძალა.
    ვაჟა-ფშაველა წერდა: „ილიას მკვლელებს რომ შეეძლოთ, საქართველოს მოჰკლავდნენ."
    ილიას დაკრძალვაზე აკაკი წერეთელმა, რომელიც იმ პერიოდში ძლიერ ავადმყოფობდა, წარმოთქვა: “ილიას ფასდაუდებელი წვლილი ქართველი ერის აღორძინებაში მომავალი თაობებისთვის ნიმუშის მიმცემია”.
  • ილია მართლი

    ილია მართლი
    1987 წელს საქართველოს მართლმადიდებლურმა ეკლესიამ ილია წმინდანად შერაცხა. სახელით წმინდა ილია მართალი.