-
ARPANET-ში ჩართულ ორ ობიექტს შორის პირველი კავშირი შედგა
1969 წლის 29 ოქტომბერს ARPANET-ში ჩართულ ორ ობიექტს შორის პირველი კავშირი შედგა. ისინი ერთმანეთისგან 640 კილომეტრით იყვნენ დაშორებულნი. ერთი კალიფორნიის უნივერსიტეტში, ქალაქ ლოს-ანჯელესში (UCLA) მდებარეობდა, მეორე კი – სტენფორდის კვლევათა ინსტიტუტში (SRI). ჩარლი კლაინი (Charley Kline) ცდილობდა, სტენფორდის კვლევათა ინსტიტუტის კომპიუტერს დაკავშირებოდა და მისთვის მონაცემები გადაეგზავნა. მონაცემთა გადაცემის პროცესს სტენფორდში ბილ დიუვალი (Bill Duvall) აკვირდებოდა. -
ევროპის ქვეყნებშიც დაიწყეს ინტერნეტის მსგავსი ქსელების შექმნა
1973 წელს ტრანსატლანტიკური კაბელის საშუალებით მასში პირველი არაამერიკული ორგანიზაციები ჩაერთო (დიდი ბრიტანეთიდან და ნორვეგიიდან) და ქსელი საერთაშორისო გახდა -
თანამედროვე საკომუნიკაციო ქსელი
1983 წელს კი „ინტერნეტი” ეწოდა ერთიან ქსელს, რომლის მნიშვნელოვან ნაწილს ARPANET-ი წარმოადგენდა.