Steve (minecraft)

მაინქრაფტი

  • სწავლა-სწავლების ეფექტიანობის ამაღლება ,,Minecraft'' -ის გამოყენებით

    სწავლა-სწავლების ეფექტიანობის ამაღლება ,,Minecraft'' -ის გამოყენებით
    თანამედროვე მსოფლიო მოითხოვს დღევანდელი დღის განვითარებულ მიდგომებს, როგორც ყოველი სხვა სფერო, განათლებაც არაა მოცემული სქემიდან ამოგდებული კომპონენტი. მისი გამოყენება, სწავლება, პრაქტიკა ვითარდება საკმაოდ კარგი ტემპით. შეიძლება დღევანდელი თაობისთვის გასაკვირი იყოს სწავლების ისეთი ფორმები, რომელიც ჯერ კიდევ 20 წლის წინ გამოიყენებოდა, სწორედ ამიტომ უფროსი ასაკის თაობა გაოგნებულებია იმ ციფრული ინოვაციებით და მიდგომებით
  • ,Minecraft''-ი, 2010

    ,Minecraft''-ი, 2010
    Minecraft''-ი, 2010 წლიდან შემოვიდა მსოფლიო კომერციულ ბაზარზე. თამაში, სადაც არაა მიზანი გეგმა და მოთხოვნილება, არამედ მხოლოდ შენ და მთელი სამყარო, რომლის შექმნა და განვითარება შენს ხელშია. თავიდან კრიტიკოსების მხრიდან სკეპტიციზმის, ხოლო შემდგომ თაყვანისცემის ობიექტი დღესაც არ კარგავს თავის პოპულარობას. ის პროგრამა, რომელიც თავიდან გართობისთვის იყო შექმნილი, შეერწყა თანამედროვე განათლების სისტემას და თავისი გამოსადეგობის დადასტურების შემდგომ გავრცელდა მთელს მსოფლიოში.
  • ჩემი გამოცდილება

    ჩემი გამოცდილება
    კერძოდ, ჩემს პრაქტიკაში მაინქრაფტი, როგორც სასწავლო პროცესის ნაწილი შემოვიდა მოკლე კურსების მეშვეობით, სადაც ჯერ მე გავეცანი მის მნიშვნელოვან ნაწილებს, და გავუზიარე კოლეგებს, რათა შემდგომ სრულფასოვნად გაგვეცნო ის მოსწავლეთათვის. შეგვიძლია სიამაყით განვაცხადოთ, რომ თანამედროვე განვითარებისა და რევოლუციური მიდგომების წევრი გავხდით ჩვენს მოწაფეებთან ერთად.
  • Period: to

    გამოცდილების გაზიარება

    მოცემულ მომენტში მე ნანა კეჭყემაძე და ჩემი X კლასი ვახორციელებთ „აღდგომის ქალაქი“-ს პროექტს. სამიზნე ცნება იყო სამეტყველო ქმედების დამუშავება, გაკვეთილის მიზანი კი საკომუნიკაციო სიტუაციაში მეტყველების გამოყენება როგორც: რჩევის მიცემა, აღწერა-დახასიათება, ინტერაქცია სოციალურ რიტუალებში, გზის მითითება, დამოკიდებულების გამოხატვა, ახსნა და სხვა.