მარტ

მარტვილის მონასტერი

  • 1000

    მონასტრის იტორია

    მონასტრის იტორია
    უხსოვარი დროიდან ჭყონდიდი წარმართული რელიგიური ცენტრი იყო.მაღალ ბორცვზე იდგა ბომონი მუხის უზარმაზარი ხე. იგი წარმოადგენდა ნაყოფიერების, გამრავლებისა და ოჯახის კეთილდღეობის მფარველ კაპუნიას წარმართულ სალოცავს, რომელსაც ადგილობრივი მოსახლეობა თაყვანს სცემდა, აქაური ქურუმები-ჭყოინდარები კი ჩვილებს სწირავდნენ
  • 1000

    მონასტრის არქიტექტურა

    მონასტრის არქიტექტურა
    მარტვილის ტაძარი გეგმით ძალიან ჰგავს მცხეთის ჯვრის ტაძარს, მაგრამ არ იმეორებს მას. ხუროთმოძღვარმა აქ მიმართა თემის თავისუფალ ინტერპრეტაციას და ფაქტობრივად დამოუკიდებელი მხატვრული ნაწარმოები შექმნა. შენობის გეგმაში შეტანილია ზოგი ცვლილება: გუმბათის დიამეტრი უფრო მცირეა, კუთხის ნიშები კი - უფრო დიდი. გაზრდილია აფსიდების მკლავების სიღრმე, გადიდებულია კუთხის სათავსების ზომა.
  • 1000

    მონასტრის სახელოვანი მწიგნობრები

    იოანე მინჩხი — ჰიმნოგრაფი - X ს.
    სტეფანე სინანოის ძე ჭყონდიდელი - X ს.
    გიორგი ჭყონდიდელი - XI ს.
    იოანე ჭყონდიდელი - XI ს.
    სვიმონ ჭყონდიდელი - XII ს. - ცნობილი კალეგრაფი და გადამწერი
    ანტონ გნოლისთავიძე, იგივე ანტონ ჭყონდიდელი (თამარის თანამედროვე, თარგმნა წიგნი „სააქიმიო“)
    არსენ ჭყონდიდელი - XIII ს.
    ანტონ ცაგარელ-ჭყონდიდელი (ფილისოფოსი, თარგმნა ლოღიკის სახელმძღვანელო)
    რომანოზ მესვეტე - XIX ს.
  • 1000

    რას ნიშნავს მარტვილი

    წ. მეორე საუკუნეში სიტყვა „მოწმის“ ბერძნულმა ეკვივალენტმა (მარტჳს, საიდანაც წარმოდგება სიტყვა „მარტვილი“, ანუ რწმენისთვის წამებული) შეიძინა სხვა მნიშვნელობა და იმ ადამიანებთან დაკავშირებით გამოიყენებოდა, რომლებიც მზად იყვნენ, „დამოწმებისთვის თავიც კი გაეწირათ“.
    სიტყვა „მარტირ“ ბერძნულ ენაზე მოწმეს ნიშნავს. აქედან მომდინარეობს ქართული სიტყვა „მარტვილი“ ანუ „მოწამე“ და მიუთითებს მასზე, „ვინც თავისი სიკვდილით ამოწმებს“.
  • 1103

    ღირსი გიორგი ჭყონდიდელი

    ღირსი გიორგი ჭყონდიდელი
    მეუფე გიორგი ჭყონდიდელი იყო დავით აღმაშენებლის „აღმზრდელი და თანაგამკაფველი ყოველთა გზათა, საქმეთა და ღვაწლთა მისთა“. გიორგი „ვითარცა მამა მეფისა, ეგრეთვე ყველა საურავი უმისოდ არ იქმნების“.
    1104 წელს მოწვეული რუის-ურბნისის საეკლესიო კრების „ძეგლისწერა“ წმიდა გიორგი ჭყონდიდელს „კრების თვალს“ უწოდებს და კურთხევით იხსენიებს მის მეუფებას: „ღირსისა მეუფისა ჩვენისა და თუალად წმიდისა ამის კრების ცნობილისა გიორგი მონოზონისა და მწიგნობართა უხეცესისა მარავლმცა არიან წელნი“
  • 1104

    გიორგი ჭყონდიდელ-მწიგნობართუხუცესი

    გიორგი ჭყონდიდელ-მწიგნობართუხუცესი
    „კაცი სრული ყოვლითა სიკეთითა სულისა და ხორცთასა, სავსე სიბრძნითა და გონიერებითა, განმჭრიახი, სვიანი და ფრთხილი“ დაიბადა XI საუკუნის პირველ ნახევარში, საქართველოს სამეფო კარის ვაზირი დაახლ. 1104–18, მწიგნობართუხუცეს-ჭყონდიდელის სახელოს პირველი მფლობელი, რუის-ურბნისის საეკლესიო კრების (1104) აქტიური მონაწილე და მეფის პოლიტიკის გამტარებელი
  • დადიანების საძვალე

    დადიანების საძვალე
    დავით დადიანი გარდაიცვალა 40 წლის ასაკში, 1853 წლის 30 აგვისტოს გორდის სასახლეში ფერისცვალების დღეს, ავადმყოფობით. დასაფლავებულია მარტვილის ტაძარში. მისმა მეუღლემ, ეკატერინე ჭავჭავაძემ დაუდგა მშვენიერი ძეგლი. საფლავს ადევს მარმარილოს ფიქალი. მარმარილოს სვეტზე აყვანილია მარმარილოსვე ბალდახინი. ბალდახინის შუა ადგილზე ჩამოშვებულია საუკუნო ლამპა
    .სიცოცხლის უკანასკნელი წლები ეკატერინე დადიანმა სამეგრელოში გაატარა. დაკრძალულია მარტვილის ტაძარში.
  • Period: to

    მონასტრის დაარსება

    „მთავარი ტაძარი აგებულია მცირე, გალავნით შემოზღუდულ მოედნის შუა. იგი VI−VII საუკუნეთა მიჯნაზეა აგებული. სამონასტრო კომპლექსი მდებარეობს მარტვილის მუნიციპალიტეტის ცენტრის მახლობლად, კონცხად გამოწეულ მთის თხემზე. მთის ძირში ფართოდ გადაშლილია მდინარე ცხენისწყლისა და მდინარე აბაშის ველები.მონასტრიდან თითქმის მთელი იმერეთი და სამეგრელო მოჩანს.