ნიკა არქანია-თაიმლაინი

  • Covid-19 პირველი შემთხვევა

    ჩინეთში, ვუჰანის პროვინციის ჯანმრთელობის კომისიამ, დაფიქსირა პნევმონიის რამდენიმე ფაქტი, შეიქმნა პირველი კლასტერი. ოფიციალურად დაფიქსირდა კორონა ვირუსის პირველი შემთხვევა.
  • WHO-პირველი გადაწყვეტილებები.

    ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციამ (WHO) შექმნა დაფიქსირებული შემთხვევის შესაბამისი, პრობლემის მართვის ჯგუფი. ჯგუფი დაიყო სამ დონედ: სათაო, რეგიონალური სათაო, ქვეყნების დონე. ორგანიზაციას დაევალა, არსებული და მოსალოდნელი კოვიდ შემთხვევების შესწავლა და დროული აღმოფხვრა.
  • პანდემიის საფრთხე.

    ვირუსილი ინფექციის გავრცელება გლობალურად მოხდა, გაკეთდა განცხადება ვირუსის პანდემიად შესაძლო გამოცხადების შესახებ.
  • პირველი ოფიციალური განცხადება.

    გაკეთდა ოფიციალური განცხადება, იმის შესახებ რომ ჩინეთში, ვუჰანის პროვინციაში დაფიქსირდა პნევმონიის რამდენიმე შემთხვევა, ამ შემთხვევებს გარდაცვალება არ მოყოლია.
  • დაავადების მასობრივი გავრცელება.

    მედიაში გამოქვეყნდა, ოფიციალური განცხადება, ვუჰანში გავრცელებული პნევმონიის შესაძლო გლობალური ხასიათის და მოსალოდნელი საფრთხის შესახებ. განცხადება შეიცავდა რისკებს, რჩევებს და ჩინეთში არსებული ვირუსული სიტუაციის ზოგად მიმოხილვას.
  • ქვეყნების ინფორმირების ეტაპი.

    10 თებერვლიდან იწყება, ვირუსის გლობალური გავრცელება და შესაბამისად გლობალური ორგანიზაციების მიერ ხდება, ქვეყნების ტექნიკური, თეორიული და პრაქტიკული ინფორმირება ვირუსის შესახებ.
    ვირუსის წინააღმდეგ ტექნიკური ინფორმაცია და დაახლოებითი ბრძოლის გზები, შემუშავებულ იქნა, აწ უკვე არსებული ვირუსების SARS-ის და MERS-ის გამოცდილების შესაბამისად.
  • Covid-19-ის ოფიციალური გამოჩენა.

    ჩინეთის, მთავრობამ დაასახელა, კოვიდ ინფექციის გავრცელების გზები და ასევე გავრცელდა ინფორმაცია ვირუსის ხასიათის და მოქმედების თავისებურებების შესახებ.
  • Covid-19-ის პირველი შემთხვევა ჩინეთს გარეთ-ვირუსის გლობალური სახე.

    13 იანვარს დაფიქსირდა კორონა ვირუსის პირველი ოფიციალური შემთხვევა ჩინეთს გარეთ.
    ტაილანდის მთავრობამ, ოფიციალურად გამოაცხადა პირველი კოვიდ ინფიცირებულის არსებობის შესახებ.
    ვირუსმა გლობალური გავრცელება დაიწყო.
  • ვირუსის მოქმედების ეტაპები.

    WHO მეორე ოფიციალურ განცხადებას აკეთებს ვირუსის შესახებ.
    მათი განცხადებით მსოფლიოში სულ 41 დაფიქსირებული შემთხვევაა.
    ვირუსი ადამიანიდან ადამიანზე გადადის, ჰაერწვეთოვანი გზით.
    მათი განცხადებით არსებობს ვირუსის გლობალური გავრცელების საფრთხე.
    ვირუსი არ მოქმედებს ისე როგორც ძველი ძლიერი ვირუსები SARS-ი და MERS-ი.
  • ვუჰანის პროვინციის ჩაკეტვა.

    ჩინეთის, პროვინცია ვუჰანში შემქნილი ვირუსული მდგომარეობის გამო, ქალაქი ჩაიკეტა.
  • ვირუსული მდგომარეობა მსოფლიოში.

    30 იანვრისთვის, მსოფლიოში კორონა ვირუსის 7818 ოფიციალური შემთხვევა ფიქსირდება, აბსოლუტური უმრავლესობა ჩინეთში. მსოფლიოს 18 ქვეყანაში ვირუსის მხოლოდ 82 შემთხვევა ფიქსირდება.
    ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციამ, ჩინეთი ძალიან მაღალი მაღალი რისკის ზონად, ხოლო დანარჩენი მსოფლიო მაღალი რისკის ზონად გამოაცხადა.
  • პანდემია-Covid19

    კორონა ვირუსი ოფიციალურად პანდემიად ცხადდება