Capture

თბილის ხიდების ისტორია

  • ავლაბრის ხიდი

    ავლაბრის ხიდი
    ავლაბრის ხიდი — ხიდი მდინარე მტკვარზე ისტორიულ ძველ თბილისში. ამ ადგილას, მეტეხის ვიწროებში, ხიდი უძველესი დროიდან არსებობდა და ისანს კალასთან აკავშირებდა. 1840-იან წლებში კი აქ, ერთმანეთის უშუალო სიახლოვეს, ორი ხიდი იყო. 1870 წ. ხის ხიდები ლითონისამ შეცვალა. ერთ მათგანს, დინების აღმა, ავლაბრის ხიდი ერქვა, მეორეს — მეტეხისა. ავლაბრის ხიდზე ტრანსპორტი ცალმხრივად, მარჯვნიდან მარცხნივ მოძრაობდა. 1950-იან წწ. ახლანდ. მეტეხის ხიდის აგების შემდეგ ძველი ხიდები მოშალეს.
  • მშრალი ხიდი

    მშრალი ხიდი
    მშრალი ხიდი (ყოფილი მიხეილის მცირე ხიდი) — ქალაქ თბილისში, 1849-51 წლებში აგებული ხიდი. ხიდის პროექტის ავტორი და მთავარი მშენებელი ჯოვანი სკუდიერია. მისი დაღუპვის შემდეგ კი მშენებლობა ინჟინერმა ბლიკსმა დაასრულა. თლილი ქვით ამოყვანილი ხიდის ქვეშ XX ს-ის 30-იანი წლებამდე მტკვრის ტოტი მიედინებოდა, რომელიც ორბელიანთა, მოგვიანებით კი მადათოვის კუთვნილ კუნძულს გამოყოფდა. ტოტის დაშრობის გამო კუნძული გაქრა, ხიდი კი შემორჩა და მას "მშრალი ხიდი" დაერქვა.
  • გალაქტიანოს ხიდი

    გალაქტიანოს ხიდი
    გალაკტიონის ხიდი — ხიდი ქალაქ თბილისში (ძველი თბილისის რაიონი), მდინარე მტკვარზე, ვერის უბანში. აგებულია 1952 წ. (არქიტ მ. მელია, ინჟ. გ. ჩომახიძე). ჩაანაცვლა აქ მანამდე არსებული ვერის ხიდი. ხიდი სამმალიანია, მოპირკეთებულია ალგეთის ბაზალტითა და ბოლნისის ტუფით. 1952-1990 წწ. მას ერქვა ელბაქიძის ხიდი, 1990-1999 წწ. კი — ვერის ხიდი. 1999 წ. მიენიჭა პოეტ გალაკტიონ ტაბიძის სახელი.
  • ვახუშტის ხიდი

    ვახუშტის ხიდი
    ვახუშტი ბაგრატიონის ხიდი — ხიდი თბილისში, მტკვარზე გიორგი სააკაძის მოედანსა და ვახუშტი ბაგრატიონის ქუჩებს შორის (1976; არქიტექტორი. ნ. ლომიძე; ინჟინერები: გ.ბრეგვაძე, ი.კოშკაძე). ხიდი სამმალიანია. შუა მალის სიგრძე 81,6 მ, გვერდითი მალებისა სანაპიროების თვზე 44,2 მ. ხიდის საერთო სიგრძე 220,5 მ-დეა, სავალი ნაწილების სიგანე 21 მ, ტროტუარების სიგანე 3 მ, სიმაღლე 24,7 მ. ხიდის აშენებამდე ამ ადგილზე იყო 1936 წელს აგებული საცალფეხო ხიდი — ვიადუკი (ინჟინერი: მ. მიზრახი). სიგრძე 150 მ, სიგანე 2 მ.
  • მშვიდობის ხიდი

    მშვიდობის ხიდი
    მშვიდობის ხიდი — საფეხმავლო ხიდი მდინარე მტკვარზე, თბილისში, მეტეხისა და ბარათაშვილის ხიდებს შორის.ოფიციალურად გაიხსნა 2010 წლის 6 მაისს. მშვიდობის ხიდი მე-11 ხიდია, თბილისის ტერიტორიაზე მდინარე მტკვარზე აგებულთაგან და ერთადერთია, რომელიც თბილისში XXI საუკუნეში აშენდა. ქალაქის ისტორიულ ნაწილში ასეთი ხიდის აშენებამ აზრთა სხვადასხვაობა გამოიწვია. ხიდი ყურადღებას იპყრობს ექსპრესიული მოხაზულობით, მასალითა და ტექნიკური აღჭურვილობით,
    არქიტექტორი დელუკი