A5b126c7c2e8cc73d1c36997299cb55a

პროექტი "ჩემი ილუსტრირებული ანბანი"

  • 2023 BCE

    საანბანო გვერდზე მუშაობა

    საანბანო გვერდზე მუშაობა
    პროექტის მიმდინარეობისას ვუწევდი მონიტორინგს მთელს პროცესს, მოსწავლეებს მხარს ვუჭერდი პროექტზე მუშაობაში, ვამოწმებდი საანბანო გვერდის სტრუქტურას, შერჩეული ნახატებისა და სიტყვების სწორად ჩაწერას. ვეხმარებოდი თუ როგორ განეთავსებინათ ანბანის გვერდზე სურათი /ნახატი , განესაზღვრათ სიტყვაში ბგერა, დაედგინათ სიტყვაში ასოებისა და ბგერების რაოდენობა.
  • 2023 BCE

    წიგნების პრეზენტაცია

    წიგნების პრეზენტაცია
    მუშაობის დასრულების შემდეგ, მოეწყო წიგნების პრეზენტაცია. მოსწავლეებმა მოახდინეს მიღებული ცოდნისა და უნარების შეჯამება, შეაფასეს როგორც საკუთარ თავი, ასევე სხვები.
    საბოლოო ჯამში მოსწავლეები ცნობენ ანბანის ყველა ასოს, იციან მრავალი ახალი სიტყვა, შეძლეს ასოებისთვის ნახატების შერჩევა, სიტყვებისა და წინადადებების ჩაწერა. შექმნეს საბოლოო პროდუქტი და ხალისით და ინტერესით წარადგინეს კლასის წინაშე. პროექტმა მოსწავლეებს შესაძლებლობა მისცა განევითარებინათ ფანტაზიის უნარი, აუმაღლდათ თვითშეფასება.
  • 2022 BCE

    პროექტის განხორციელების პირველი ეტაპი

    პროექტის განხორციელების პირველი ეტაპი
    პროექტის განხორციელების პირველ ეტაპზე მოსწავლეებს და მშობლებს გავაცანი პროექტის შინაარსი და პროდუქტის შეფასების კრიტერიუმები. დაგეგმილი აქტივობების განხორციელებისას პირველ რიგში ყურადღება დავუთმე ფონოლოგიური უნარ-ჩვევების განვითარებას.
  • 2022 BCE

    ფონოლოგიურ უნარ-ჩვევებზე მუშაობა

    ფონოლოგიურ უნარ-ჩვევებზე მუშაობა
    ამ მიმართულებით მოსწავლეები ვამუშავე შემდეგი აქტივობებით. (სიტყვების დამარცვლა, მარცვლების გაერთიანება, სიტყვების გარითმვა, წარმოთქმულ სიტყვებში მარცვლების დათვლა, ვაჩვენებდი ილუსტრაციებს, რომელზე დაკვირვებითაც უნდა ამოეცნოთ სიტყვები და სხვ.) რაც შეეხება ანბანის შესწავლას იგი კითხვის სწავლების უპირველესი მიზანია.