-
ბანაკის პირველი დღე - გახსნა
2021 წლის 21 ივნისს, ნიგვზარის საჯარო სკოლაში გაიხსნა საზაფხულო ბანაკი კორბოულის ზონის სკოლების საშუალო საფეხურის მოსწავლეთათვის. ჩვენი მიზანია მოსწავლეთა დამეგობრება და საინტერესო შემეცნებით-გასართობი აქტივობების ერთობლივად განხორციელება. ბანაკის პირველი დღე სასიამოვნო და შთამბეჭდავი გამოდგა მონაწილეთათვის. https://shorturl.at/aqxzA -
ბანაკის მეორე დღე - ლაშქრობა
ბანაკის მეორე დღეს მონაწილეები იმყოფებოდნენ ლაშქრობაზე, მათ მოინახულეს იოანე ნათლისმცემლის სახელობის ეკლესია და სანთელას ციხე. მოსწავლეებს გიდობას ისტორიისა და გეოგრაფიის პედაგოგები, გულნარა ძინძიბაძე და აკაკი კაპანაძე უწევდნენ. -
ბანაკის მესამე დღე - გასართობ-შემეცნებითი აქტივობები
ბანაკის მესამე დღე გასართობი აქტივობით, MELOMONEY-ით დაიწყო. შემდეგ ბავშვები შეხვდნენ ქართული ენისა და ლიტერატურის ექსპერტს, როლანდ ხოჯანაშვილს, რომელიც მოსწავლეებს მათ გეგმებსა და მომავლის მიზნებზე ესაუბრა. წაიკითხეს ლექსები თანამედროვე პოეტთა და კლასიკოსთა პოეზიიდან. გაგვაცნეს თავიანთი შემოქმედებაც. ბანაკის მონაწილეებმა ნახეს ქაღყული მოკლემეტრაჟიანი მხატვრული ფილმი: "შავი თუთა" და გამართეს ფილმის შემდგომი დისკუსია. -
ბანაკის მეოთხე დღე - კლუბი ჩხირკედელა
ბანაკის მეოთხე დღეს მოსწავლეებს ფიზიკის კლუბ: "ჩხირკედელამ" უმასპინძლა. ბანაკის მონაწილეებს კლუბის კურატორი მასწავლებელი, ელზა ხარშილაძე STEM საგნების მნიშვნელობაზე ესაუბრა. კლუბის ერთ-ერთი მიზანია მოსწავლეებში ინჟინერიისა და პროგრამირების საბაზისო უნარ-ჩვევების განვითარება. ნიგვზარელმა "ჩხირკედელებმა" თანატოლებს მეზობელი სკოლებიდან აჩვენეს თანამედროვე ტექნოლოგიების გამოყენებით შექმნილი ციფრული ხელსაწყოების მუშაობის პრინციპი. -
ბანაკის მეოთხე დღე - უცხოენოვანი აქტივობები
ნიგვზარის სკოლის საზაფხულო ბანაკში IV დღის I აქტივობა ევროპულ ენებზე (გერმანული, ინგლისური)მოსწავლეთა საკომუნიკაციო უნარების განვითარებას ემსახურებოდა. სასაუბრო თემა - "სიყვარული" თავად თინეიჯერებმა შეარჩიეს. აქტივობას ხელმძღვანელობდნენ უცხო ენის პედაგოგები. ღონისძიების ამ ნაწილს ევროპული ცეკვით გამოეხმაურნენ ნიგვზარის სკოლის დაწყებითი კლ. მოსწავლეები. -
Period: to
ბანაკის მეოთხე დღე - დახურვა
ნიგვზარის საჯარო სკოლაში შეკრებილ მოსწავლეებს წითელი ჯვრის მოხალისე, სკოლის კურსდამთავრებული ნათია ლაბაძე ესაუბრა ორგანიზაციის მიზნებსა და სამომავლო გეგმებზე. ბანაკის მონაწილეებმა დაგეგმეს ერთობლივი ღონისძიებები თემის სოციალურად მოწყვლადი ჯგუფების მხარდასაჭერად.