A254f8cf30be

კინოს ისტორია საქართველოში

  • პირველი ნაბიჯები

    პირველი ნაბიჯები
    საქართველოს ტერიტორიაზე პირველი კინოჩვენება ძმები ლუმიერების კინემატოგრაფის აპარატით 1896 წლის 16 ნოემბერს გაიმართა.
  • "ილუზიონი"

    "ილუზიონი"
    1904 წელს თბილისში, გოლოვინის პროსპექტზე რესტორან „დათვის“ შენობაში გაიხსნა პირველი სტაციონარული კინოთეატრი „ილუზიონი“.
  • ახალი კინოთეატრები

    ახალი კინოთეატრები
    1907 წლისთვის თბილისში აშენდა ახალი კინოთეატრები: „მუზა“, „აპოლო“, „კოლიზეი“, „ლირა“, „მინიონი“, „სინემა-დისკი“ და აშ
  • კინოთეატრი ფოთში

    კინოთეატრი ფოთში
    1911-12 წლებში კი ფოთში ვინმე გაბელიას აუშენებია 500 ადგილიანი კინოთეატრი, რომლის წინ დიდი სცენა ჰქონდა მოწყობილი წარმოდგენებისთვის.
  • Period: to

    პირველი მხატვრული ფილმი

    1916-1918 წლებში გერმანე გოგიტიძის თაოსნობით ალექსანდრე წუწუნავამ გადაიღო პირველი მხატვრული ფილმი „ქრისტინე“
  • Period: to

    ქართული ფილმების პირველი კინოჩვენებები ლიონის საერთაშორისო კინოფესტივალზე

    "არსენა ჯორჯიაშვილი" (1921, რეჟისორი ივანე პერესტიანი)
    "სურამის ციხესიმაგრე" (1922, რეჟისორი ივანე პერესტიანი)
    გამზრდელი (1922, ვლადიმერ ბარსკი)
  • Period: to

    ქართული კინემატოგრაფიის აყვავების ხანა

    1928 წლიდან შემდგომი ოთხი წლის განმავლობაში შეიქმნა ისეთი ცნობილი ფილმები, როგორიცაა
    ნიკოლოზ შენგელაიას "ელისო" (1928),
    კოტე მიქაბერიძის "ჩემი ბებია" (1929),
    მიხეილ კალატოზოვის "ჯიმ შვანთე" (1930)
    მიხეილ ჭიაურელის "ხაბარდა" (1931).
  • Period: to

    კინო რეჟისორების ახალი ტალღა

    ქართული კინოს აღორძიენება დაიწყო 50-იან წლებში.
    1953 წელს სახკინმრეწვის ბაზაზე შეიქმნა სახელმწიფო კინოსტუდია „ქართული ფილმი“.
    საეტაპო ფილმი იყო რეზო ჩხეიძის და თენგიზ აბულაძის „მაგდანას ლურჯა“, რომელიც ეკატერინე გაბაშვილის მოთხრობის ეკრანიზაცია იყო. პოპულარობით სარგებლობდა რეზო ჩხეიძის ჰეროიკული დრამა „ჯარისკაცის მამა“ და მთავარი როლის შემსრულებელი სერგო ზაქარიაძე.
  • Period: to

    ქართული კინოს ხელახალი აღორძინება

    60-70-იანი წლები ქართული კინოს აღორძინების პერიოდია. ამ დროს მოღვაწეოდბნენ ელდარ შენგელაია, გიორგი შენგელაია, ოთარ იოსელიანი, მერაბ კოკოჩაშვილი და სხვები.
    მკაცრი ცენზურის პირობებში იგავური ფორმა დამკვიდრდა. ფილმები „თეთრი ქარავანი“ (1963 წ.) „ალავერდობა“ (1963 წ.), „გიორგობისთვე“ (1966 წ.), „დიდი მწვანე ველი“ (1967 წ.) „არაჩვეულებრივი გამოფენა“ (1968 წ.)
  • Period: to

    დამოუკიდებლობის შემდეგ

    1990-იანი წლები ქართული კინოში სტაგნაციის პერიოდი იყო. უსახსრობის გამო ცალკეულ ფილმებზე მუშაობა წლების განმავლობაში ჭიანურდებოდა. მრავალი კინემატოგრაფისტი საერთოდ ჩამოშორდა შემოქმედებით პროცესს. ამ პერიოდში ფილმების მინიმალური რაოდენობა გადაიღეს. გამონაკლისი იყო 1996 წელს გადაღებული „შეყვარებული კულინარის 1001 რეცეპტი“, რომელიც ერთობლივი ქართულ-ფრანგული პროდუქცია იყო და დიდ საერთაშორისო წარმატებას მიაღწია, მოხვდა რა ოსკარის ნომინანტთა სიაში საუკეთესო უცხოური ფილმის კატეგორიაში.
  • Period: to

    ახალი პერიოდი

    2013 წელს რეჟისორ ზაზა ურუშაძის მიერ გადაღებული ქართულ-ესტონური პროდუქცია „მანდარინები“ დასახელებული იყო ოქროს გლობუსისა და ოსკარის საუკეთესო უცხოენოვანი ფილმის კატეგორიებში, მოიგო საერთაშორისო პრესის აკადემიის პრესტიჟული ჯილდო, გაიმარჯვა მრავალ საერთაშორისო ფესტივალებზე.