მუზეუმი

ლანჩხუთის მუზეუმი

  • Period: to

    ეგნატე ნინოშვილის მუზეუმი

    ოფიციალურად გაიხსნა 1950 წლის 18 იანვარს ცნობილი ქართველი მწერლის ეგნატე ნინოშვილის პატივსაცემად. მუზეუმი შედგება ოთხი საგამოფენო დარბაზისაგან.
  • Period: to

    ლანჩხუთის მხარეთმცოდნეობის მუზეუმი

    ლანჩხუთის მხარეთმცოდნეობის მუზეუმი — ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის მთავარი მუზეუმი. დაარსდა 1978 წელს, ხოლო 1998 წელს პირველად გაიხსნა მუზეუმის ექსპოზიცია. მუზეუმში გახსნილია არქეოლოგიის, ეთნოგრაფიის და ისტორიული წარსულის ამსახველი გამოფენა. მუზეუმში რვა ათასზე მეტი ექსპონატია.
  • Period: to

    ვალოდია წულაძის სახლ-მუზეუმი

    ვალოდია წულაძის სახელობის მუზეუმი დაარსდა 2009 წლის 12 ნოემბერს. იგი ატარებს ქართული კინოსა და თეატრის მსახიობისა და რეჟისორის, ვალოდია ეპიფანეს ძე წულაძის სახელს. მუზეუმში განთავსებულია ვალოდია წულაძის მოღვაწეობის ამსახველი კადრები, მისი ნივთები, მასთან დაკავშირებული ადამიანების ფოტოსურათები და ა. შ.
  • Period: to

    თემურ ფირცხალაიშვილი სახელობის შემოქმედთა მუზეუმი

    მუზეუმი დაარსდა 2011 წლის პირველ მარტს, ხოლო გაიხსნა 2011 წლის 20 ივლისს, პოეტ თემურ ფირცხალაიშვილის დაბადების 50 წლისთავთან დაკავშირებით. მუზეუმი განთავსებულია კერძო სახლში, რომელიც აგებულია XX საუკუნის 50-იან წლებში. დღეისათვის მუზეუმი შენობის მეორე სართულის ორ დარბაზშია განთავსებული.