Download

თორნიკე ერისთავი

  • შესავალი, პირველი, მეორე, მესამე კარი.

    ქართველი სახელმწიფო და სასულიერო მოღვაწე ჩორდვანელთა საგვარეულოდან. ზოგიერთი მკვლევარი ცდილობს მისი წარმომავლობა დაუკავშიროს ბიზანტიის იმპერიაში მოღვაწე თორნიკის საგვარეულოს, თუმცა უცნობია არსებობს თუ არა თორნიკე ერისთავის კავშირი თორნიკის საგვარეულოსთან. დავით III დიდი კურაპალატის სახელგანთქმული სარდალი, ათონის ივერთა მონასტრის ერთ-ერთი მაშენებელი, ტაოელი დიდებულის ჩორდვანელის ძე. ერისკაცობაში კარინის მხარეს განაგებდა, რა დროსაც მისი ინიციატივით კარინის მონასტერში ქართული სკრიპტორიუმი შეიქმნა.
  • მეოთხე, მეხუთე, მეექვსე კარი

    ბერად აღკვეცის შემდეგ ეწოდა იოანე. ერთხანს ათონის მთაზე, ათანასეს დიდ ლავრაში მოღვაწეობდა. 979 წელს თორნიკე ერისთავს ბიზანტიის სამეფო კარმა შუამდგომლობა სთხოვა დავით კურაპალატთან, რათა დახმარებოდა ბარდა სკლიაროსის აჯანყების ჩახშობაში. თორნიკე ერისთავი თავდაპირველად ბერობას იმიზეზებდა და უარობდა, მაგრამ შემდეგ ხელისუფლებისაგან მოსალოდნელი რისხვის თავიდან ასაცილებლად დათანხმდა.