რელიგიური დღესასწაულები

  • სვეტიცხოვლობა (მცხეთობა)

    სვეტიცხოვლობა (მცხეთობა)
    სვეტიცხოვლობა იგივე მცხეთობა საეკლესიო დღესასწაულია, რომელიც ყოველწლიურად - 14 ოქტომბერს აღინიშნება. მასთან დაკავშირებით წირვა-ლოცვა მთელი საქართველოს მოქმედ ეკლესიებში აღინიშნება, თუმცა ფოკუსში, ამ დღეს, ქალაქი მცხეთაა. ა. სწორედ აქ არის შენახული იესო ქრისტეს კვართი და მისი სადიდებელი დღესასწაულიც აქედან გამომდინარეობა: “კვართისა საუფლოჲსა და სვეტისა ღმრთივბრწყინვალისა და მირონმდინარისას”. თავად მცხეთის შუა გულში კი სხვადასხვა გასართობი ღონისძიება იმართება.
  • გიორგობა

    გიორგობა
    გიორგობა — ქრისტიანული წმინდანის, გიორგი კაპადოკიელის სახელობის დღეობა. საეკლესიო კალენდრის მიხედვით, დაწესებულია 23 აპრილი (6 მაისი) და 10 (23) ნოემბერი. ხალხური გიორგობა სხვადასხვა ადგილას სხვადასხვა სახელწოდებით იმართებოდა: ქართლში — გერისთობა, უსანეთობა, ატოცობა; კახეთში — ალავერდობა, თეთრი გიორგობა; სამეგრელოში — ილორობა და სხვა.
  • ბარბარობა

    ბარბარობა
    ბარბარობა — ქრისტიანული წმინდანის, ბარბარეს (ბარბალეს) სახელობის დღესასწაული. ხალხური წეს-ჩვეულების თანახმად იმართებოდა 4-6 დეკემბერს (ძველი სტილით). ქართველების ერთ-ერთი უძველესი საახალწლო დღესასწაული. ქართლი ბარბარობის წინაქრისტიანული ხანის წარმოდგენებსაც შეიცავს. ქართველები ბარბოლს, ბარბლაშის (სვანეთი) და ბარბალეს სახით თაყვანს სცემდნენ ამავე სახელწოდების წინაქრისტიანული მზის ადგილობრივ ღვთაებას.
  • ნიკოლოზობა

    ნიკოლოზობა
    ნიკოლოზობა წელიწადში ორჯერ აღინიშნება.19 დეკემბერი–წმიდა ნიკოლოზ სასწაულთმოქმედის ხსენების, 22 მაისი კი–ნიკოლოზ სასწაულთმოქმედის წმიდა ნაწილების მირონიდან ბარში გადასვენების დღეა. წმიდა ნიკოლოზის ცხოვრება სასწაულებითაა აღსავსე. წმიდა ნიკოლოზ სასწაულთმოქმედი საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის მფარველად მას შემდეგ ითვლება, რაც საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა წმიდანს ქართული ეკლესია შეავედრა.წმიდანი დაუღალავად ქადაგებდა ღვთის სიტყვას, თავადაც მაგალითი იყო ქრისტიანული ცხოვრებისა და მოღვაწეობისა.
  • ქრისტეს შობა

    ქრისტეს შობა
    ქრისტეს შობა (შობა) — ქრისტიანული რელიგიური დღესასწაული, აღინიშნება 25 დეკემბერს. ზოგი მართლმადიდებელი ეკლესია, მათ შორის ქართული, აღნიშნავს იულიუსის კალენდრით 25 დეკემბერს (რაც გრიგორიანული კალენდრის 7 იანვარს ემთხვევა).
  • ნათლისღება

    ნათლისღება
    ნათლისღება - ახალი აღთქმის ერთ-ერთი უმთავრესი საიდუმლო და ქრისტიანული დღესასწაული, რომელსაც აღნიშნავს მართლმადიდებელი ეკლესია 19 იანვარს. ამ დღეს, სახარების თანახმად, იოანე ნათლისმცემელმა მდინარე იორდანეში მონათლა იესო ქრისტე. ნათლისღების დღესასწაულზე იკურთხება წყალი.