გრეგორ მენდელი

  • გრეგორ მენდელი

    მენდელი დაიბადა გერმანელი გლეხების, ანტონ და როზინა მენდელების ოჯახში, ჰაინცენდორფში, ავსტრიის იმპერიაში (დღევანდელი იიჩინი, ჩეხეთის რესპუბლიკა). ჰყავდა ორი უფროსი და ერთი უმცროსი და
  • ბერად აღკვეცა

    ფიზიკის მასწავლებლის, ფრიდრიხ ფრანცის რჩევით, 1843 წელს მენდელი ბერად აღიკვეცა ავგუსტინელთა ორდენის წმინდა ტომასის სახელობის სააბატოში, რადგან ეს მას იმის შესაძლებლობას აძლევდა, რომ სწავლის საფასური არ გადაეხადა
  • Period: to

    მენდელის კანონები

    1856-1863 წლებში მენდელმა შეიმუშავა და ჩამოაყალიბა სამი კანონი: პირველი – პირველი თაობის ჰიბრიდთა ერთგვარობის კანონი (დომინირების წესი), როდესაც ვლინდება მხოლოდ ერთი, დომინანტური ნიშან-თვისება.
    მეორე – მეორე თაობაში დათიშვის კანონი, როდესაც ვლინდება ორივე მშობლის ნიშან-თვისებები დათიშვით, შეფარდებით 3:1 (დომინანტური : რეცესიული).
    მესამე – ნიშან-თვისებათა დამოუკიდებლად გადაცემის კანონი (გენთა დამოუკიდებელი მემკვირეობა) – ცალკეული წყვილი ნიშნის მემკვიდრეობა ერთმანეთზე არაა დამოკიდებული.
  • მენდელის გარდაცვალება

    გრეგორ მენდელი ქრონიკული ნეფრიტით გარდაიცვალა 1884 წლის 6 იანვარს, ბრნოში, მორავია, ავსტრია-უნგრეთი (დღევანდელი ჩეხეთის რესპუბლიკა). ახლადარჩეულმა აბატმა, მენდელის ყველა ქაღალდი დაწვა, რათა საბოლოოდ დაესრულებინა დავა გადასახადებზე.