ატომის ისტორია

  • 2023 BCE

    დემოკრიტე

    დემოკრიტე
    . სიტყვა „ატომი“ მოდის ძველი ბერძნული სიტყვიდან და „განუყოფელს ნიშნავს“. ატომის შესახებ იდეას დემოკრიტეს (ძვ. წ. 460-370) მიაკუთვნებენ მან აღნიშნა რომ ყველაფერი შედგება უმცირესი ნაწილაკებისგან, ატომებისგან, თვალით უხილავი, განუყოფელი (გაყოფა არ შეიძლება) სფეროებისგან, რომლებიც უამრავი ტიპის არსებობს.
  • 2023 BCE

    ჯოზეფ ჯონ თომსონი ქიშმიშიანი პუდინგი-1904

    ჯოზეფ ჯონ  თომსონი ქიშმიშიანი პუდინგი-1904
    ჯოზეფ ჯონ თომსონმაწარმოადგინა 1904 წელს ატომის მოდელი ახალ მოდელს დაერქვა : „ქიშმიშიანი პუდინგის მოდელი“. ამ მოდელის მიხედვით, ატომი არის დადებითად დამუხტული სფერო, რომელშიც ელექტრონები განაწილებულია ისე, როგორც ქიშმიში პუდინგში. მეცნიერებმა დაიწყეს ატომის შიგნეულობის გარკვევა, თუმცა თომსონის მოდელმა არც ისე დიდხანს გასტანა.
  • 2023 BCE

    რეზერდფორდი 1911წ-ბირთული მოდელი

    რეზერდფორდი 1911წ-ბირთული მოდელი
    რეზერფორდმა ჩაატარა ექსპერიმენტი, რომელიც მოიცავდა ოქროს თხელი ფოლგის დაბომბვას დადებითად დამუხტულ ალფა ნაწილაკებით. ალფა ნაწილაკებს იმდენად მცირე ზომა აქვთ, რომ ოქროს ფოლგაში გაძვრნენ. თომსონის მოდელის მიხედვით, წესით, დადებითი მუხტი მთელ ატომში უნდა ყოფილიყო გადანაწილებული, ამიტომაც ალფა ნაწილაკები საერთოდ არ უნდა (ან მცირედ) გადახრილიყვნენ.რეზერფორდის მიერ ბირთვის აღმოჩენა ნიშნავდა, რომ ატომის მოდელს სჭირდებოდა გადაკეთება
  • 2023 BCE

    ნილს ბორი-1913 წ

    ნილს ბორი-1913 წ
    ნილს ბორმა ივარაუდა, რომ ატომში თითოეულ ელექტრონს განსაზღვრული ენერგია აქვს და ეს ელექტრონები ენერგეტიკულ დონეებზე მოძრაობენ. , ელექტრონების ენერგია დაკვანტულია/დისკრეტულია და ყველა მნიშვნელობას ვერ მიიღებს. ელექტრონებს შეუძლიათ ერთი ენერგეტიკული დონიდან გადავიდნენ მეორე ენერგეტიკულ დონეზე (ამ დონეებს ბორი „სტაციონალურ მდგომარეობას“ ეძახდა), მაგრამ ამ პროცესში აუცილებლად უნდა გამოასხივონ ან შთანთქონ ენერგია.
  • 2023 BCE

    ერვინ შრედინგერი 1926 წ

     ერვინ  შრედინგერი 1926 წ
    შრედინგერმა გამოიყვანა მათემატიკური განტოლებები, რათა ატომში ელექტრონების განაწილება აღეწერა. მისი მოდელის მიხედვით, ბირთვის გარშემო არის გარვეული ელექტრონული სიმკვრივის მქონე ღრუბელი. ამ ღრუბლებს ეწოდებათ „ალბათობის ღრუბლები“. მიუხედავად იმისა, რომ ზუსტად არ ვიცით სად არის ელექტრონი, ჩვენ შეგვიძლია შევაფასოთ ელექტრონის ყოფნის ალბათობა გარკვეულ წერტილში. სივრცის იმ ნაწილს, სადაც ელექტრონის ყოფნის ალბათობა მაღალია, ორბიტალი ეწოდება.
  • 2023 BCE

    ჯეიმს ჩედვიკი 1932 წ

    ჯეიმს ჩედვიკი 1932 წ
    1932 წელს ინგლისელმა ფიზიკოსმა, ჯეიმს ჩედვიკმა (ერნესტ რეზერფორდის სტუდენტმა), დაადასტურა ნეიტრონის არსებობა, რამაც შეავსო სურათი სუბატორმური ნაწილაკებისა, რომლისგანაც ატომი შედგება. ამბავი აქაც არ მთავრდება; მას შემდეგ ფიზიკოსებმა აღმოაჩინეს, რომ პროტონები და ნეიტრონები შედგებიან კიდევ უფრო მცირე ნაწილაკებისგან - კვარკებისგან,
  • 2023 BCE

    დალტონი 1803 წელი -მყარი სფეროს მოდელი

    დალტონი 1803 წელი -მყარი სფეროს მოდელი
    1803 წელს ინგლისელი ქიმიკოსმა, ჯონ დალტონის, ჩამოეყალიბა ატომის მეცნიერული განსაზღვრება. მან თავისი იდეა დააფუძნა ძველი ბერძნების იდეაზე, რომ ატომები არის უმცირესი, განუყოფელი ნაწილაკები, რომლებიც მყარ სფეროს წარმოადგენენ და რომ ერთი და იმავე ელემენტის ატომები იდენტურია.